მეექვსე დღის რეფლექსია
მეხუთე მოდულში გავეცანით რჩევებს და რეკომენდაციებს უკუკავშირისათვის და შევინახეთ კურსის რესურსებში. გავეცანით პორტფოლიოს რუბრიკას და გავიგეთ თუ როგორ უნდა დავწეროთ პროცედურები: მასში ნათლად, კონკრეტულად და ნაბიჯ-ნაბიჯ
უნდა იყოს ჩამოყალიბებული მიზნიდან გამომდინარე აქტივობები, შემდეგ ავტვირთეთ დრაივზე. გავეცანით მეექვსე მოდულს და ჩამოვაყალიბეთ მოსწავლეების და მასწავლებლების განსახორციელებელი აქტივობები. ვისწავლეთ უკუკავშირის გაზიარება დრაივზე. ვიუვერის რესურსებში ჩამოვტვირთეთ შეფასების რუბრიკა და მოსწავლეთა შესაფასებლად (განმსაზღვრელი) შევადგინეთ პრეზენტაციის რუბრიკა. ავტვირთეთ დრაივზე ჩვენს საქაღალდეში. მივიღეთ დავალება - დეტალურად ჩამოვაყალიბოთ მასწავლებლის და მოსწავლის შესასრულებელი პროცედურები.
No comments:
Post a Comment