Monday, July 8, 2019

საღანძილის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგის ირმა ყრუაშვილის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევის ანგარიში




ს.ს.ი.პ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  სოფელ
საღანძილის საჯარო სკოლის
ისტორიის პედაგოგის
ირმა ყრუაშვილის
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების
კვლევის ანგარიში






თემა: როგორ ვაქციოთ  შინაგანაწესი და ქცევის კოდექსი პრევენციად





         „მოექეცი ისე სხვებს, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ“

                                                                                                მათეს სახარება


                                                                                                                       
                                                 




ხარაგაული

2018/19 სასწავლო წელი






სარჩევი
შესავალი                                                                              ­--­­­---------------------------------  გვ. 3   
თავი I    საკვლევი თემის მიმოხილვა                           -----------------------------------  გვ. 4
1.1 საკვლევი საკითხის მიმოხილვა და მისი აქტუალურობა;
პრობლემის დასაბუთება                                                
1.2 მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეთათვის,
მასწავლებლისა და კოლეგებისათვის                                                                               

თავი II  კვლევის მიზნები და ამოცანები                      -----------------------------------  გვ. 6
2.1  კვლევის კითხვები/ჰიპოტეზა                                                                      
2.2  კვლევის მიზნები                                                   
2.3  კვლევის ამოცანა/ამოცანები                                     

თავი III   ლიტერატურის მიმოხილვა-ანალიზი         ------------------------------------  გვ. 7

თავი IV    კვლევის მეთოდოლოგია                             ------------------------------------   გვ. 10
4.1 კვლევის ეთიკა                                                         
4.2  კვლევის სამიზნე ჯგუფი;                                    
4.3  მონაცემთა შეგროვების მეთოდები;               
4.4  მონაცემთა ანალიზი (გრაფიკები)                       
4.5  კვლევის ვადები                                                         

თავი V    ინტერვენციები                                              -------------------------------------   გვ .20
5.1  ინტერვენციების დაგეგმვა-განხორციელება;    
5.2  ინტერვენციების შეფასების მეთოდები;              

თავი VI    კვლევის შედეგების ანალიზი                 -------------------------------------   გვ. 21
6.1 პირველადი მონაცემებისა და ინტერვენციების შედეგების ანალიზი;
6.2 კვლევის შედეგების ანალიზი;                                  

თავი VII   მიგნებები, რეკომენდაციები, ნაკლოვანებები    --------------------------    გვ. 23

ბიბლიოგრაფია:                                                                       -----------------------------   გვ. 25




                                                            შესავალი

           აღნიშნული ნაშრომი წარმოადგენს სსიპ.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. სა­ღა­ნძილის საჯარო სკოლის მას­წა­ვ­ლე­ბ­ლის  ირმა ყრუაშვილის მიერ ჩატარებული  ზო­გა­დ­საგანმანათლებლო დაწესე­ბუ­ლე­ბის სა­ჭიროებების კვლევის ანგარიშს. მასში განხი­ლუ­ლია საკვლევ თემასთან და­კა­ვ­ში­რე­­ბუ­ლი პრობლემები და მისი გამომწვევი მი­ზე­ზე­ბი. კვლევა ეყრდნობა სამეცნიერო ლი­­ტე­რა­ტუ­რაში არსებულ ინფორმაციას და იგი ჩა­ტა­რ­და ამავე სკოლის მოსწავლეეთან და მასწავლებლებთან.
         როგორც ცნობილია, მაღალი დონის დისციპლინა და წესრიგი სასკოლო ცხოვ­რე­ბ­ის უაღრესად მნიშ­ვ­ნე­ლოვან ასპექტს წარმოადგენს; სიტყვა დისცი­პ­ლი­ნა ლათინური ენ­იდ­ან იღებს სათავეს და რჩევას ნიშნავს. დისციპლინაში მოიაზრება მოს­წავლის ქცე­ვის, სწა­ვ­­ლისა და წესრიგის მჭიდრო ურ­თიერთკავშირი; ნებისმიერი სა­ზო­­გადოების, და­წე­სე­ბუ­ლე­ბის წევრები და გან­სა­კუ­თ­რე­ბით კი, სასკოლო საზოგადოება, უპი­რველეს ყოვლისა, წეს­რიგის დამყარებისაკენ ის­წ­რა­ფვიან. წესრიგის საფუძველს კი ქცე­ვის წე­სე­ბის შე­მუ­შა­ვება, გაზიარება და დაცვა წარმოადგენს; რამდენადაც ადამიანი, ამ შემ­თ­ხ­ვე­ვა­ში, მო­ზა­რ­დი სოციალური არსებაა, ბუნებრივია, მისი აღზრდა მჭიდროდ უკ­ავში­რ­დე­ბა საზოგა­დო­ებაში ქცევას, იმ საზოგადოების მიერ და­წე­სე­ბული ქცევის წე­სე­ბ­ის შე­თ­ვი­სე­ბას; იმავ­დ­როულად, საზოგადოებრივი განვითარების დინამიკა მოითხოვს, დრო­­­და­დ­რო მოხდეს ცვლილება ქცევის წესებში; რაც მთავარია, სკოლამ შეძლოს სა­კუ­თა­რი პრი­ო­რი­ტეტების გან­საზღვრა და შინაგანაწესის თავის სა­ჭი­რო­ებებზე მორგება; ამ­ას გარდა, სას­კოლო სა­ზო­გადოებამ - სკოლის ადმინისტრაციამ, დისციპლინურმა კომი­ტე­­ტმა, პე­და­გოგიურმა საბ­ჭომ, სამეურვეო საბჭომ თვალყური ადევნოს და მუდმივად აკ­ო­ნ­ტ­რო­ლოს შემუ­შა­ვე­ბუ­ლი წესდების დაცვას მოსწავლეთა მიერ, აღრიცხოს დი­სც­იპ­ლი­ნურ და­რ­ღვევათა სტა­ტი­სტიკა, საფუძვლიანად გამოარკვიოს ქცევის წესების დარ­ღვე­­ვის მი­ზე­ზე­ბი  და და­სა­ხოს გზები მის აღმოსაფხვრელად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონ­ტროლი არამც და არ­ამც არ ნიშნავს ზემდგომთა ზეწოლასა და მიმძლავრებას მოს­წა­ვ­ლეზე, უნ­და გავით­ვა­ლის­წინოთ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია მოსწავლე-მასწავ­ლე­ბელს შორის მჭი­დ­რო ურთიერთთანამშრომლობა და კომუნიკაცია, საჭიროა, აქტიურად ჩავრთოთ მოს­წა­ვ­ლე­ე­ბი დისციპლინარული კომიტეტის მუშაობაში, დავაკისროთ პასუხ­ის­მ­გებლობა უფ­ლე­ბა­მო­სილების დელეგირებაში, მივაჩვიოთ გუნდურ მუშაობას და თვ­ით­­დისციპლინის ჩა­მო­ყალიბებას. კარგად გამართული, სკოლის კონკრეტულ საჭი­რო­ებ­ებ­სა და პრობ­ლე­მე­ბ­ზე მორგებული შინაგანაწესი საწინდარია სკოლაში მდგრადი წეს­რი­გი­სა და დის­ცი­პ­ლი­ნისა. გარდა ამისა, შინაგანაწესი უნდა ვაქციოთ, ასევე, დისციპ­ლი­ნურ გადაც­დო­მა­თა - ქცე­ვის წესების დარღვევის პრევენციის ერთგვარ გარანტიად და ის­ეთ კოდექსად, რო­მე­ლიც უზრუნველყოფს მოსწავლის მოწესრიგებულ, ფუნდამენტურ ადა­მიანურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებსა და პრინციპებზე აღზრდილ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.

 ნაშრომი შედგება შვიდი თავისაგან.

თავი I    საკვლევი თემის მიმოხილვა
თავი II   კვლევის მიზნები და ამოცანები         
თავი III   ლიტერატურის მიმოხილვა-ანალიზი         
თავი IV    კვლევის მეთოდოლოგია
თავი V    ინტერვენციები
თავი VI    კვლევის შედეგები
თავი VII   მიგნებები, რეკომენდაციები, ნაკლოვანებები
ბიბლიოგრაფია:

თავი I    საკვლევი თემის მიმოხილვა
1.1 საკვლევი საკითხის მიმოხილვა და მისი აქტუალურობა;  პრობლემის დასაბუთება; 

          კვლევის თემაში წარმოდგენილი პრობლემური საკითხი უეღრესად აქტუალურია ჩე­­მი სკოლის რეალური პრაქტიკიდან გამომდინარე; საყოველთაოდ ცნობილია, რომ მო­წესრიგებული სასწავლო გარემო და მაღალი დისციპლინა წარმატებული სწავლა-სწა­ვ­ლე­­ბის პროცესის საფუძველთა საფუძველია; ჩემს პრაქტიკაში კი ხშირად ვაწდებოდი წეს­რიგის დარღვევის შემთხვევებს, ამიტომ ძირითად პრობლემად მოსწავლეთა დის­ცი­პ­ლი­ნის საკითხი გამოვკვეთე, რო­მე­ლიც ყოველთვის იყო და არის სასწავლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ერთ-ერთი უმნიშვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი დილემა; თანამედროვე პირობებში მან კიდევ უფ­რო აქტუალური ხასიათი შეიძინა. სკო­ლა, როგორც საზოგადოების ნაწილი, ხომ სარ­კე­სა­ვით ირეკლავს ქვეყანაში მიმ­დი­ნა­რე მოვლენებს; დრომ და გარემოებამ უამრავი ახალი სირთულისა და პრობლემის წინაშე დააყენა დღე­ვა­ნ­დელი სასკოლო საზოგადოება და, მათ შორის, ჩემი სკოლაც; სკოლაში გახშირდა მოსწავლეთა ნეგატიური ქცევის გამოვ­ლი­ნე­ბები - აგრესიული ქმედებე­ბი, კო­ნ­­ფლიქტური სიტუაციები, ბულინგის შემთხვევები, უხ­­ე­შად ირღვევა მოსწავლეთა ქცე­ვის კოდექსით გათვალისწინებული ნორმები, რაც ხელს უშლის სკოლაში ნორმალური სასწავლო პროცესის წარმართვას; ასეთ პირობებში მასწავლებელს უხდება ფსიქოლოგის რო­ლში ყოფნაც, რამდენადაც სკოლებს არ ჰყავთ ფსი­ქო­ლოგიური სამსახურის წარმომა­დ­გენლები; სკოლაში მოსწავლეთა ქცევის მარე­გუ­ლი­რებლად ძირითადად რჩება მოს­წა­ვ­ლის ქცევის კოდექსი და სკოლის შინაგანაწესი, რო­მელიც არ აკმაყოფილებს მთელ რიგ საკითხებში თანამედროვე საზოგადოებრივ გა­მო­წვევებს, მაგალითად, შინაგანაწესი არ ითვალისწინებს მოსწავლეთა დისციპლინური და­რღვევების პრევენციულ ღონის­ძი­ე­ბებს, იგი მიმართულია, ძირითადად, აღმკვეთ და სა­­დამსჯელო რეგულაციებზე; აუ­ცი­ლე­ბელია, ყურადღება გამახვილდეს ქცევის მამო­ტი­ვირებელ, თვითდისციპლინის ჩა­მო­ყა­ლიბების ხელშემწყობ რეგულაციებზე, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში პო­ზი­ტიური ქცევის განმტკიცებას და თავიდან აგვა­ცი­ლებს დისციპლინურ გა­და­ც­დო­მებს.   
 1.2 მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეთათვის, მასწავლებლისა და კოლეგებისათვის
       ზოგადსაგანმანათლებლო დაწესე­ბუ­ლე­ბის სა­ჭიროებების  კვლევა არის კვლევის ტი­პი, რომელშიც სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ჩართულნი არიან უშუა­ლოდ მისი განხორციელების პროცესში.
მოსწავლეებს კვლევა დაეხმარება:
ü  საკუთარი ქცევის კორექციაში, მოსწავლის ქცევის კოდექსისა და სკოლის შინა­გა­ნაწესისადმი ცნობადობის ამაღლებაში, თვითდისციპლინის განმტკიცებაში;
ü  მასწავლებლებთან, ასევე თანასკოლელებთან კომუნიკაციის გაღრმავებაში;
ü  ერთმანეთისადმი პატივისცემის გრძნობის, ემპათიის უნარის, ჰუმანური და­მო­კი­დებულების ჩამოყალიბებაში.
    ასევე კვლევა დაეხმარება კოლეგებს მსგავსი საერთო სასკოლო პრობლემების მოგ­ვა­რე­ბაში, კერძოდ:
ü  გაიაზრონ არსებული პრობლემის მიზეზთა არსი, შეძლონ მობილიზება, თა­ნა­დ­გო­მა და ჩართვა  უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნის პროცესში;
ü  მოსწავლეებში არასასურველი ქცევის გამოვლენისას წარმოქმნილი სიტუაციის და­რეგულირებაში; დისციპლინური გადაცდომის შემცირება-აღმოფხვრაში;
ü  მოსწავლეებთან მჭიდრო კომუნიკაციის დამყარებაში, მოზარდთა ფსიქო-ემო­ცი­უ­რი გა­ნ­წყობის საკითხისადმი ყურადღების მიქცევასა და ჩაღრმავებაში, მათი პრო­ბ­ლემების უკეთ გააზრებაში;  
ü  მოსწავლეთა ყოფა-ქცევის მოწესრიგებასა და დისციპლინის ამაღლებაში;    
   ვფიქრობ, რომ კვლევა დამეხმარება მე:
ü  ავიმაღლო პრობლემის ირგვლივ თეორიული ცოდნა და მივიღო პრაქტიკული გა­მო­ცდილება;
ü  სიღრმისეულად ჩავწვდე არსებული პრობლემის გამომწვევ მიზეზებს, განვსაზ­ღ­ვ­რო სტრატეგია და დავსახო გზები და ამოცანები მის მოსაგვარებლად;
ü  გავაფართოვო და გავაღრმავო კონტაქტები და თანამშრომლობა კოლეგებთან, მო­ს­წავლეებთან, თემის წარმომადგენლებთან;
ü  მივიღო კონსულტაციები, რჩევები და გამოვიყენო  დასახული პრობლემის გა­და­სა­ჭრელად;  

თავი II   კვლევის მიზნები და ამოცანები
2.1 კვლევის ჰიპოტეზა/კითხვები
Ø  კვლევის მთავრი კითხვაა: როგორ გავმართოთ შინაგანაწესი ისე, რომ შესაძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს მისი აქტიურად გამოყენების შემთხვევაში რიგი დარღვევების თავი­დ­ან აცილება;
Ø  ჰიპოტეზა - მოსწავლეებს უჭირთ მოსწავლეთა ქცევის კოდექსით განსაზღვრული ნორმების დაცვა, არც თუ იშვიათად შეინიშნება სასკოლო გარემოსთვის მიუღე­ბე­ლი ქცევების გამოვლინება, გარკვეულწილად ავლენენ ერთმანეთის მიმართ აგრე­სი­ულ დამოკიდებულებას, ადგილი აქვს სხვათა უფლებების დარღვევას, მიმ­ძ­ლა­ვ­რებასა და ჩაგვრას, ნაკლებად აქვთ განვითარებული ემპათიის უნარი. 
Ø  კვლევის მთავარ კითხვაში აღნიშნული პრობლემის მიზეზების დადგენაში დაგ­ვე­­ხმარება შემდეგ ქვეკითხვებზე პასუხის გაცემა:
Ø  რამდენად კარგად იცნობენ მოსწავლეები ქცევის კოდექსს;
Ø  რამდენად ითვალისწინებს თვითონ შინაგანაწესი იმ პრობლემების პრევენციას, რო­მელიც სკოლას გააჩნია მოცემულ შემთხვევაში.

2.2  კვლევის მიზნები  
Ø  დავადგინოთ პრობლემის გამომწვევი მიზეზები, თუ რა იწვევს დისციპლინურ და­­რ­­ღვევებს მოსწავლეებში, რა არის განმეორებადი ნეგატიური ქცევის მოტივი და გამოვნახოთ პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზები, რათა შევძლოთ:
Ø  დავეხმაროთ მოსწავლეებს პოზიტიური ქცევის ფორმირებაში;
Ø  დავეხმაროთ მოსწავლეებს გაუღვივდეთ ერთმანეთის მიმართ ემპათიის უნარი და  ჰუ­მანური განწყობა;
Ø  დავეხმარო მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ ურთიერთთანამშრომლობითი  და­მ­ო­­­­კი­­­დებულება, ქცევის ნორმებისადმი პატივისცემა;
Ø  მივცე რეკომედაცია სკოლის ადმინისტრაციას შინაგანაწესში ცვლილების შესახებ;

2.3  კვლევის ამოცანები  
                                                                    
Ø  კვლევის ამოცანაა, პასუხი გავცეთ კვლევის მთავარ კითხვას: როგორ გავმართოთ ში­ნაგანაწესი ისე, რომ შესაძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს მისი აქტიურად გამოყენების შემთ­ხ­ვ­­ევაში რიგი დარღვევების თავი­დ­ან აცილება;
     საკვლევი პრობლემის გადასაჭრელად დავსახე შემდეგი ამოცანები:
Ø საკითხის არსში ჩასაწვდომად, უპირ­ვე­ლეს ყოვლისა, შევიმუშავო სამოქმედო გეგმა და მიზნად დავისახო, გავ­ეც­ნო­ მსგავს პრობლემაზე საგან­მა­ნა­თ­ლებლო სივ­რ­ცე­ში არ­­სებულ კვლევებსა და ლი­­­ტერატურას;
     განვსაზღვრო კვლევისათვის შესაბამისი მეთოდები - რაოდენობრივი (ანონიმური ან­­­კეტირება მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან) და თვისობ­რი­­­ვი („ჯგუფური დი­­ს­კუსია“ საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეებთან)  და გამოვიყენო, როგორც კვ­ლე­ვის დასაწყისში ასევე ინტე­რვ­ენ­ცი­ების განხორციელების შემდეგ;
Ø   საკვლევი პრობლემიდან გამომდინარე შევიმუშავო  ოთხი სხვადასხვა სახის ინტე­რ­­­ვე­­­ნცია;
Ø  ინტერვენციების განხორციელება გავწერო დროში და გავანაწილო თვეების მიხე­დ­ვით;
Ø  ინტერვენციების შეფასება  მოვახდინო ცხრილებისა და დიაგრამების საშუალებით;
Ø  კვლევის დასასრულს მოვახდინო კვლევის შედეგების ანალიზი და შეჯამება, წა­რ­ვუ­დგინო სკოლის ადმინისტრაციას რეკომენდაცია სკოლის შინაგანაწესში ცვ­ლი­­ლების დაფიქსირების შესახებ;

თავი III   ლიტერატურის მიმოხილვა-ანალიზი

მოწესრიგებული სასწავლო გარემო სასწავლო პროცესის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს; მოსწავლის უფლებაა ისწავლოს უსაფრთხო და დაცულ გარემოში, მოწესრიგებული სასკოლო სივრცის შესაქმნელად აუცილებელია ზოგადი სტრატეგიების ცოდნა, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლის სოციალურად მისაღები ქცევის განმტკიცებას; სწორედ მოსწავლის ქცევაა ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რო­მე­ლიც განსაზღვრავს წარმატებულ სწავლა-სწავლების პროცესს; მოზარდის სწო­რი მო­რა­ლურ-ზნეობრივ-ეთიკური განვითარება წარმოადგენს მისივე ქცევის წინაპირობას, ამი­ტომაა უმნიშვნელოვანესი ამ კუთხით მოსწავლეებთან მუშაობაზე ყურადღების გა­მახვილება; აღნიშნულ თემატიკაზე არაერთი ნაშრომი და სამეცნიერო დასკვნებია შე­მუ­შა­ვებული პედაგოგიკაში; მათი გაცნობა და მეთოდიკის გათვალის­წი­­ნება მნი­შ­ვ­ნ­ე­ლო­ვა­ნ­წილად დამეხმარა საკვლევი საკითხის პრობლემატიკაში უფრო ღრმად ჩამე­ხე­და და გავ­რკვეულიყავი რა გზები და საშუალებები დამესახა კვლევის ამოცანების გა­და­სა­ჭ­რე­ლად.
          მეცნიერული პედაგოგიკის ნაშრომთაგან საინსტრუქციო და აღსანიშნავია კოლ­ბე­რგის მორალური განვითარების თეორია, ბიჰე­ვიო­რი­სტების მოძღვრება ქცევის კორე­ქ­ცი­ის შესახებ, სოციალური დას­წავ­ლის თეორია (ალ. ბანდურა), დ. უზნაძის განწყობის თე­ო­რია (განვითარებისა და სწავლის თეორიები, სასწავლო და პროფესიული გარემო, 2011) და სხვ. ცნობილია, რომ ადამიანები და მათი გარემო ორმხრივად ახ­დე­ნენ გავ­ლე­ნ­ას ერ­თ­­მანეთზე, ბიჰევიორისტები აქცენტს აკეთებენ თუ რა გავლენას ახ­დენს გა­რე­მო ადა­მი­ა­ნის ქცევაზე; ყურადსაღებია მათი თეორიული მიგნებები პო­ზი­ტიური და ნე­გა­­ტი­ური გან­მამტკიცებელი სტიმულების, არასასუ­რ­ვე­ლი ქცევის შე­მ­ცირებისა და აღ­მო­ფ­ხვრის, ახ­­ა­ლი ქცევის ფორმირების შესახებ და სხვ. სოციალური და­სწავლის თეო­რე­ტი­კო­სის, ალ. ბანდურას მიხედვით, ქცევის მახასია­თე­ბელია თვი­თ­რეგულაცია: თუკი პა­ტა­რა ბა­ვ­შ­ვის ქცევა კონტროლირებადია უფრო­სე­ბისაგან, მოზ­რდი­ლები თვითონ წარმარ­თა­ვენ და აკონტროლებენ თავიანთ ქცევას; ქცევის გამეო­რე­ბა და შეძენა ადვილად ხდება მო­დე­ლის მიბაძვით. ქართული ფსი­ქო­ლო­გიური სკო­­ლის ფუძემდებელი დ. უზნაძე (დი­მი­ტ­რი უზნაძის პედაგოგიკური კონცეფცია, 2013), რო­მე­ლ­მაც საფუძველი ჩაუყარა სა­ქა­რ­თ­ვე­ლოში ბავშვის ფსიქოლოგიის მეცნიერულ კვლე­ვას, მო­ს­წავლის აღზრდის პრო­ცე­სში ხაზს უს­ვამს განწყობის საკითხს, ქცევას იგი განი­ხი­­ლავს როგორც აქტი­ვო­ბას, რო­მელიც სუ­­­ბიექტის გარე სინამდვილესთან ურთიერ­თო­ბას ნიშნავს, მისი თე­ო­რი­ის მი­ხე­დ­ვით, დი­­დი მნიშვნელობა ენიჭება ქცევის შესწავლას ადა­მი­ანის გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­და­სხვა სა­ფე­­ხურის თავისებურებათა შესასწავლად, რადგან სწო­რედ ქცე­ვის ფო­რ­მა ანი­­ჭებს ყოველ ასაკობრივ საფეხურს მხოლოდ მისთვის დამა­ხა­სი­ა­თებელ იერსახეს. საინტერესოა, ასევე რობერტ მარზანოს (კლასის მართვა, 2009) მიერ კვლევებზე დაყრ­დ­ნო­ბით შემუშავებუ­ლი მეთოდები და რეკომენდაციები მასწავლებლებისათვის, იგი დის­ციპ­ლინის გაუმ­ჯო­­ბე­­ს­ებაზე მიმართული ღონისძიებების ხუთი კატეგორიის იდენტი­ფი­კა­ციის ვა­რი­ანტს გამოყოფს: მასწავლებლის რეაქცია, ნივთიერი წახალისება, დაუყოვ­ნე­ბე­ლი სახ­დე­ლი, ჯგუ­ფური მიღწევები, მშობლების რეაგირება მოსწავლის ქცევაზე; იგი ურ­ჩევს პედა­გო­გებს გამოიყენონ მეთოდები, რომლებიც ხელს შეუწობს  მოსწავლის მო­ტი­ვირებასა და და­­დებითად განწყობას - აღიარონ მო­ს­წა­ვ­­ლის კარგი ქცევა, ხოლო მიუ­ღე­ბელი ქცევა და­გ­მონ.
            თეორეტიკოსთა მიგნებებისა და დასკვნების ცოდნა/გაზიარება მნიშვნელოვნად ეხ­მა­რება მასწავლებელს თავის პრაქტიკაში წამოჭრილი მსგავსი პრობლემების მოგ­ვა­რე­ბა­ში.
          თანამედროვე რეალობაში დისციპლინის ნაკლებობა სკოლების ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სერიოზული პრობლემაა. მისი დარღვევა ძალზედ უარყოფით ზეგავლენას ახდენს სწავ­­ლი­სა და სწავლების პროცესზე. წარმოუდგენელია სასწავლო დაწესებულება, სადაც არ ხდება კო­ნფლიქტები, დაპირისპირება, ძალადობა და სხვადასხვა სახის დისციპ­ლი­ნუ­რი გა­და­ც­დომები, მით უფრო, დღევანდელ სკოლებში. შეუძლებელია არ დაე­თა­ნხმო იმ აზრს, რომ „სკოლაში ძალადობას იმიტომ აქვს ადგილი, რომ ის ბევ­რ­ია სკო­ლის გა­რეთ“ (მ. ჯაფარიძე, მასწავლებლის წიგნი, 2013, გვ.23). ბუნებრივია, ეს ასა­­ხვას პოვებს მო­ზარდის ფსიქო-ემოციურ განწყობაზე. ისე, რომ მოსწავლის არა­სა­სუ­რველი ქცევის გან­მაპი­რო­ბე­ბე­ლი ფაქტორი მრავალნაირია და მას  თავისი მო­ტი­ვე­ბი გააჩნია, ის შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც შინაგანი, ისე გარეგანი ფაქტორებით  გამო­წ­ვე­უ­ლი.
          მას შეიძლება განაპირობებდეს შემდეგი სხვადასხვა მიზეზები: აღზრდის დე­ფი­ცი­ტი, მემკვიდრეობა, გარემო პირობები, ბავშვის ფსიქიკური სამყაროს მდგო­მარეობა, თვი­თ­დამკვიდრების მიდრეკილება, ზოგადად, გაუცნობიერებელი მოტივები. ცუდი ქცევის მო­ტივების იდენტიფიცირება საკმაოდ რთული პროცესია. თითოეული მოს­წა­ვ­ლე ხომ ინ­დივიდია და მისი ქცევის მიღმა მიზნების და მოტივების გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კომბინაცია დგას. ამერიკელი გამოცდილი პედაგოგის, რუდოლფ დრეიკუსის რჩე­ვით ქცევის მო­ტი­ვე­ბის სწორი განსაზღვრება ეფექტური მუშაობის აუცილებელი წი­ნა­პირობაა, ჩარევის ხე­რხების სწორად განსაზღვრაც მასზეა დამოკიდებული. ყვე­ლა შემთხვევაში საჭიროა ინ­დივიდუალური მიდგომა, რომელიც საშუალებას მო­გ­ვ­ცემს მივაგნოთ მოსწავლის ქცე­ვის მიზნებს, საჭიროა მეცნიერულად დასა­ბუ­თე­ბული მე­თო­დებით მუშაობა, რის­თ­ვი­საც სა­ჭიროა რამოდენიმე შემდეგი ეტაპის გა­თ­ვ­ლა.
1.       შევკრიბოთ და სწორად ავღწეროთ კონკრეტული ფაქტები, თავი ავარიდოთ სუ­ბი­ექტურ შეფასებებს;
2.      ზუსტად განვსაზღვროთ დისციპლინის დარღვევის მიზეზები, რომელიც შეი­ძ­ლე­ბა სხვადასხვანაირი იყოს. ქცევის მიზეზის ცოდნა საჭიროა როგორც საპა­სუ­ხო ქცევის განსასაზღვრად, ასევე იმისთვის რათა გამოვიცნოთ მოსწავლის რე­აქცია ჩვენს პედა­გო­გი­ურ მოქმედებებზე;
3.      დისციპლინის დარღვევის მომენტში შევარჩიოთ გადაუდებელი ჩარევის ხე­რ­ხე­ბი. რჩევა არ გულისხმობდეს დასჯას, მას ორი მიზანი აქვს: შეაჩეროს არასა­სუ­რველი ქცევა და იმოქმედოს მოსწავლეებზე იმგვარად, რომ მისი შემდგომი ქცევა უფრო მისაღები გახ­დეს.
4.      შევიმუშაოთ თვითპატივისცემის ფორმირების ხელშეწყობის სტრატეგიები, მო­სწავ­ლეში ეს გრძნობა ყალიბდება როცა ის:
ა). თავს არ გრძნობს არაკომპენტენტურად;
 ბ). თანატოლებთან და მასწავლებელთან აგებს მისაღები ფორმის სოციალურ                         უსაფრთხოებას, ეს არის ე.წ კომუნიკური კომპეტენცია;
 გ) სკოლასა თუ კლასის ცხოვრებაში შეაქვს საკუთარი წვლილი, რაც გულისხმობს ე.წ სო­ციალურ კომპეტენციას.
5.      ეფექტურად ვითანამშრომლოთ მშობლებთან, მივაწოდოთ ჩვენი საქმიანობის შე­სახებ ინფორმაცია, ვაქციოთ პროცესის თანაონაწილედ და ხელშემწყობად.
ეს შრომეტევადი სამუშაოა და პედაგოგებს ერთულებათ ამ კუთხით მუშაობა, რა­დ­გან იგი დიდი მოთმინებით ჩასატარებელ ერთგვარ რუტინულ სამუშაოს მოით­ხოვს. ამავე დროს წარმატებით გადადგმული სწორედ ეს ნაბიჯი უზრუნველყოფს და­დებით შე­დეგს.
       საჭიროა ფაქტების შედგენა და ზუსტი ფორმულირებაა, ხარისხიანი აღწერა მო­ი­ცავს: რას  გააკეთებს მოსწავლე კონკრეტულად, როცა ცუდად იქცევა, ჩვეუ­ლე­ბ­რივ რო­დ­ის იქცევა ასე და რა სუხშირით, მოსწავლის ქცევა ფორმულირებული უნ­და იყოს ფაქ­ტის აღწერით, უშუალოდ მოსწავლის ქცევას რომ გვამცნობს, მო­ვე­რი­დოთ ჩვენი ემო­ცი­ებ­ის გა­მოხატვას და დაფიქსირებას. საჭიროა დაკვირვება არა­­ნაკლებ ერთი თვის განმავ­ლო­ბა­ში და შემდეგ არასასურველი ქცევის მო­ტი­ვე­ბის სისტემური ანალიზი, რაც საშუა­ლე­ბას მოგვცემს გავარკვიოთ ასეთი ქცევა გა­რ­კვეული ემოციური მდგომარეობის დროე­ბი­თი გა­ნმეორების შემდეგ ხომ არაა მოს­წავლის ან თანატოლის „უმართებლო“ საქ­ცი­ე­ლ­ზე რე­ა­ქცია (წყარო: WWWmastsav­lebeli.ge). მოსწავლის სოციალური განვითარება მოიცავს სხვა ად­ა­მი­ანებთან ურთიერთობის კომუნიკაციის უნარის განვითარებას; თანატოლებთან ურთიერთობა მოს­წავლეს ეხმარება სოციალიზაციის პროცესში, მაგრამ იმავდროულად გავლენას ახდენს ქცე­ვის ფორმირებაზეც; თანატოლები მაგალითს აძლევენ ერთმანეთს და განსაზღვრავენ, რა არის მო­რალური საქციელი, თვითონ „ადგენენ“ ქცევის წესებს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მშობ­ლებისა და მასწავლებლების ფუნქციაც მოზარდის სოციალურ, ფსიქოლოგიურ, ეთიკურ განვითარებაზე.
     მოსწავლის ქცევის მარეგულირებელ ერთ-ერთ ძირითად ბერკეტს სკოლებში წარ­მო­ადგენს „კანონი ზოგადი განათლების შესახებ“, იგი განსაზღვრავს სასკოლო გა­რე­მო­ს­თვის შესაბამის ქცევის ნორმებს; ამიტომ დოკუმენტს ყურადღებით გა­ვეცანი, როგორც წყაროს. სკოლის შინაგანაწესის ზოგადი დოკუ­მე­ნტის (რო­მე­ლიც მოიცავს მოსწავლის ქცე­­­ვის კოდექსსაც), ერთ პრობლემათაგანს წარმო­ად­გენს ის, რომ დისციპლინის დარ­ღვ­ე­ვის პრევენციულ ღონისძიებებს ნაკლებად ითვა­ლი­ს­წინებს, ამიტომ ამ კუთხით მოსაგვ­ა­რებელი პრობლემების გადაჭრას კვლევის გარ­კვეული ნაწილი დავუთმე.   
   კვლევის პრობლემის არსში ჩაწვდომისათვის მეთოდოლოგიურ ლიტერატურასთან ერთად გავეცანი ინტერნეტჟურნალსა და ჟურნალ „მასწავლებელში“ გამოქვყნებულ სა­ი­ნ­­­ტერესო და ინფორმაციულ სტატიებს; მიღებული ინფორმაცია დამეხმარა კლევის და­გე­გმვასა და წარმართვაში, მიზნების და ამოცანების სწორად ჩამოალიბებაში, კვლევის მე­თოდებისა და ინტერვენციების შერჩევაში.                      
თავი  IV მეთოდოლოგია
კვლევის დროს გამოვიყენე შემდეგი მეთოდები:
1. თვისობრივი კვლევის მეთოდი - ფოკუსჯგუფში დისკუსია („ჯგუფური დისკუსია“)  (VII- XII კლასის მოსწავლეთათვის);
2. რაოდენობრივი კვლევის მეთოდი - ანონიმური ანკეტირება ღია და დახურული კით­ხ­ვე­ბით (III- XII კლასის მოსწავ­ლე­თა­თვის, ასევე მასწავლებლებისათვის);

პირველადი მდგომარეობის კვლევა
მას  შემდეგ რაც, თვალნათლივ და აშკარად გამოიკვეთა პრობლემა - საკუთარი დაკვი­რ­ვე­ბის საფუძველზე დავაფიქსირე დისციპლინური გადაცდომის არაერთი შემთხვევა  სკო­­ლის მასშტაბით, გადავწყვიტე ოფიციალურად მიმემართა სამეურვეო საბჭოსათვის, რათა გამომეთხოვა ინფორმაცია ფიქსირებული მონაცემების შესახებ; სამწუხაროდ, სტა­ტისტიკური მონაცემები სამეურვეო საბჭოს არ გააჩნდა, ამის შემდეგ  მივმართე დისცი­პ­ლი­ნურ კომიტეტს, რომელიც მხოლოდ ზეპირ ინფორმაციას ფლობდა და ისიც არა­ს­რულს;  სტატისტიკური მონაცემების არქონამ კვლევის პროცესი რამდენადმე გაარ­თუ­ლა; შემდეგ ჯერზე გავესაუბრე მოსწავლეთა თვითმმართველობასა და თავად მოს­წავ­ლე­ებს, რათა გამერკვია რამდენად კარგად იცნობდნენ  ქცევის ნორმებს და ზოგადად, მო­სწავლის ქცევის კოდექსს, აქაც არასახარბიელო მდგომარეობა დაფიქსირდა; გა­და­ვ­წ­ყ­ვი­ტე სკოლის ადმინისტრაციისათვის მიმემართა და საფუძვლიანად გავცნობოდი  სკო­ლის შინაგანაწესს, რომელიც სტანდარტული, ზოგადი შინაგანაწესის შაბლონს წარმოა­დ­გენს; როგორც ცნობილია, „კანონი ზოგადი განათლების შესახებ“ სკოლის შინაგანაწესს განუსაზღვრავს დისციპლინურ გადაცდომათა რეგულაციას, აქ პროირიტეტი დის­ციპ­ლი­ნის კონტროლია, იგი უფრო მეტად აღწერს დისციპლინის დარღვევებზე რეაგირების პროცედურებს, ვიდრე ინტერვენციულ მიდგომებს; არ ითვალისწინებს პრევენციულ ღო­ნისძიებებს, ამიტომ საჭირო და აუცილებელია სკოლის ყველა მმართველობითი რგო­ლი - ადმინისტრაცია, სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვით­მმა­რ­თ­ვე­ლობა („კანონი ზოგადი განათლების შესახებ“ მიხედვით, მოსწავლეთა თვით­მმ­არ­თ­ვე­ლობას შეუძლია მონაწილება მიიღოს შინაგანაწესისთვის რეკომენდაციების შე­მუ­შა­ვე­ბა­ში, მუხლი 48.ა. თავი X, მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციები) - ჩაერთოს იმ კონ­კრეტული სტრატეგიების შემუშავებაში, რომელიც სკოლის სა­ჭი­რო­ებას შეესაბამება.


პირველადი შეფასება
          მოსწავლეებთან გასაუბრებამ გაარკვია, რომ მათმა უმრავლესობამ არ იცის ქცევის ნო­რ­მე­ბი, ხშირად შედიან კონფლიქტურ სიტუაციაში, შეინიშნებიან აგრესიულ ქმე­დე­ბე­ბ­სა და ბულინგის გამოვლინებებში; მასწავლებლებთან გასაუბრებამ გაარკვია, რომ მოს­წავ­­ლე­ების მხრიდან საკმაოდ ხშირად აქვს ადგილი სხვადასხვა სახის დარღვევებს; დავ­გეგმე, შემედგინა კითხვარი როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი კვლევის მე­თო­დე­ბის გამოყენებით;
რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენება:
1).  თვისებრივი მეთოდი - ფოკუსჯგუფში დისკუსია („ჯგუფური დისკუსია“) – VII- XII  კლასების მოსწავლეები;
2).  რაოდენობრივი მეთოდი - კითხვები ანონიმური ანკეტირებისათვის შევადგინე ცალ-ცალკე სამივე საფეხურის მოსწავლეთათვის (III- XII  კლასების მოსწავ­ლე­ები) მათი ასა­კო­ბრივ-ინტელექტუალური მონაცემების გათვალისწინებით;
ანკეტირების კითხვები მოსწავლეთათვის:
 (თვისებრივი კვლევის მეთოდი)
ფოკუსჯგუფში სადისკუსიო კითხვები VII-XII  კლასების მოსწავლეები:
1.  იცნობთ თუ არა მოსწავლის ქცევის კოდექსს?
          ა).  დიახ              ბ).  არა
2). არღვევთ თუ არა ქცევის წესებს?
         ა).  ხშირად          ბ). იშვიათად          გ).  არასოდეს
3). გსმენიათ მოსწავლის ქცევის წესების დარღვევისათვის დაწესებული სახდელების შე­სახებ?
          ა).  დიახ            ბ). არა

ანკეტირებისათვის კითხვები სამივე საფეხურის (დაწებითი, საბაზო, საშუალო) მოსწავ­ლე­ებისათვის (შედგენილია ასაკობრივ-გონებრივი მონაცემების გათვალისწინებით):
(რაოდენობრივი მეთოდი)
    III-VI  კლასების მოსწავლეებისათვის
პასუხი გაეცით კითხვებს, შემოხაზვის შემთხვევაში  აირჩიეთ ერთი ვარიანტი:

1.      როგორ ფიქრობთ, რა იგულისხმება ცუდ საქციელში? –
2.      ცუდად მოქცევიხართ თანატოლს? –
     ა). ხშირად         ბ). იშვიათად         გ). არასოდეს 
3.   დაუჩაგრიხართ უფროს კლასელ ან თანატოლ მოსწავლეს? –
            ა). დიახ           ბ). არა

  VII-IX  კლასების მოსწავლეებისათვის
პასუხი გაეცით კითხვებს, შემოხაზვის შემთხვევაში აირჩიეთ ერთი ვარიანტი:
1.   თქვენი აზრით, რა არის დისციპლინური გადაცდომა? –
2.  შეხვედრიხართ ბულინგის შემთხვევებს სასკოლო ცხოვრებაში? –
ა). ხშირად           ბ). იშვიათად             გ). არასოდეს
3.  ყოფილხართ უფროსი ან თანატოლი მოსწავლის ბულინგის მსხვერპლი?
       ა). დიახ              ბ). არა
4. ძირითადად რა სახის დისციპლინურ დარღვევებს შეხვედიხართ სასკოლო ცხოვრებაში?
                 ა). კუთვნილი ნივთების წართმევა;          ბ). სიტყვიერი შეურაცხყოფა;
                გ). ფიზიკური შეურაცხყოფა;                     დ). არცერთნაირს არ შევხვედრივარ;
         X-XII კლასების მოსწავლეებისათვის
პასუხი გაეცით კითხვებს, შემოხაზვის შემთხვევაში აირჩიეთ  ერთი  ვარიანტი:

1.   თქვენი აზრით, რა არის დისციპლინური გადაცდომა? –
2.  ყოფილხართ თუ არა მოსწავლის მხრიდან  ბულინგის მსხვერპლი?
      ა). დიახ          ბ). არა
 3. რა სახის აგრესიული და ძალადობრივი ქმედება ჩაგიდენიათ  უმცროსი ან თანატოლი მოსწავლეების მიმართ?
                ა). კუთვნილი ნივთების წართმევა;         ბ). სიტყვიერი შეურაცხყოფა;
                გ).  ფიზიკური შეურაცხყოფა;                    დ). არცერთნაირი;
         4.  ხართ აგრესიული?
                ა). დიახ;         ბ).  არა;         გ).  ხანდახან;
  მასწავლებლებისათვის
 რა სახის დისციპლინურ დარღვევებს აწყდებით მოსწავლეების მხრიდან?
4.1 კვლევის ეთიკა
        კვლევის პროცესში აუცილებელია კვლევის ეთიკის ნორმების დაცვა; სოციალური კვლევა, როგორც ცნობილია, მოქალაქეების მონაწილეობით ტარდება, ამიტომ  კვლევის წა­რმართვისას ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს მთელი რიგი ეთიკური პრი­ნციპების დაცვა.
        კვლევის ეთიკა მოიცავს მორალური წესებისა და პროფესიული კოდექსების ერთობ­ლი­ობას, რომლითაც სოციოლოგიურ კვლევაში ხელმძღვანელობენ; სწორედ მათი სა­შუ­ა­ლებით ხდება რესპონდენტისა და ფართო საზოგადოების უფლებებისა  და ინტერე­სე­ბის დაცვა. სოციალური კვლევის ეთიკური სტანდარტები საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისგან შედგება, რომელთა დაცვაც ყველა მკვლევარის მოვალეობაა; ეს ნორმები და საერთო პრინციპებია: პროფესიული კომპეტენტურობა, პატიოსნება, რესპოდენტის უფლებების და ღირსებების პატივისცემა; ინფორმაციის შეგროვების, ანალიზის, წარ­დ­გე­ნის და პუბლიკაციის პროცესში,  განსაკუთრებული ყურადღება  ექცევა  კონფ­ი­დენ­ცი­ა­­­ლობის დაცვას;  ასევე, კვლევის ობიექტს  სრული უფლება აქვს უარი თქვას მონა­ცე­მე­ბ­ის მიწოდებასა თუ პირადი აზრის გამოთქმაზე. კვლევის ეთიკა მოითხოვს გან­სა­კუ­თ­რე­ბუ­ლი ყურადღება დავუთმოთ რესპოდენტთა უფლებების დაცვას; კვლევაში მათი მონა­წი­ლეობა ნებაყოფლობითობის საფუძველზე განხორციელდა, მოსწავლის გამოკითხ­ვი­სა­თვის  მშობლებისაგან ავიღე ნებართვა.

4.2  კვლევის სამიზნე ჯგუფი;

 კვლევის სამიზნე ჯგუფი:  სსიპ სოფ. საღანძილის საჯარო სკოლის მოსწავლეები მესამე კლა­სიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, ასევე პედაგოგები;
სკოლაში სწავლობს 42 მოსწავლე, კვლევაში მონაწილეობდა - 35;
სკოლაში მუშაობს 24 პეგადაგოგი, კვლევაში მონაწილეობდა - 19.



4.3  მონაცემთა შეგროვების მეთოდები

          სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე კვლევა გულისხმობს  თანამშრომლობით, კოლექტიურ მიდგომას; ზოგადად, თანამშრომლობითი მიდგომა ცვლილებებისადმი წი­­­ნააღმდეგობის გაწევის შემცირების კარგ საშუალებას წარმოადგენს, მით უმეტეს იმ შე­მთხვევაში თუ ცვლილებების დანერგვაა საჭირო - თანამშრომლობითი პროგრამა კვლევაში ჩარათულ პიროვნებებს ერთ გუნდად კრავს, ერთად უსწორებენ თვალს პრო­ბ­ლე­მას, უზიარებენ მოსაზრებებს, იღებენ გადაწყვეტილებებს, ინაწილებენ პასუხისმ­გებ­ლო­­ბას და სასურველ შედეგსაც უკეთესად აღწევენ. ცვლილების ეფექტურად განხო­რ­ცი­ე­ლება იმ შემთხვევაში ხდება, როცა კვლევის პროცესში ჩართული არიან ის ადამიანები, ვინც უშუალოდ პრობლემის ობიექტს წარმოადგენს; აქედან გამომდინარე, დისციპ­ლი­ნა­რულ საკითხთან დაკავშირებული პრობლემების კვლევის პროცესში აუ­ცი­ლე­ბელია ჩავ­რ­თოთ მოსწავლეები და ასევე, პედაგოგები.
          კვლევა გულისხმობს მუდმივ ურთიერთობას დაკვირვებასა და ახსნას შო­რის. კვლე­ვა ესაა ახალი ცოდნის, ახალი მიგნებების ძიების პროცესი, რომელიც მოიცავს დო­კუ­მენტირების, გაფორმების, კვლევის ანალიზისა და ანგარიშის გამოყენების ეტაპებს. კვლევის ორ სახეს განასხვავებენ: ფუნდანენტურ და გამოყენებით კვლევებს. სწორედ გა­მო­ყენებითი კვლევების რიცხვს მიეკუთვნება სკოლის საჭიროებების კვლევა. იგი გე­ხ­მა­რე­ბა პროფესიულ ზრდასა და პრობლემის გადაჭრაში. კვლევა აძლევს შესაძ­ლებლობას პე­დაგოგს წარმოაჩინოს ახალი იდეები, განივითაროს სხვადასხვა უნარები. კვლევის მხო­ლოდ სახელმძღვანელოებით შეუძლებელია. სკოლის საჭიროებების კვლევის პრო­ცე­სში განვლილი გზა გვეხმარება და გვიჩვებებს როგორ წარვმართოთ კვლევა. საა­მი­სოდ აუ­ცილებელია ნაბიჯნაბიჯ გავიაროთ შემდეგი ეტაპები:
ü  საკვლევი თემის შერჩევა, მიზნისა და ამოცანების ჩამოყალიბება;
ü  კვლევის პროცესის დოკუმენტირება, კვლევის დღიურის წარმოება;
ü  სხვადასვა სამეცნიერო და მეთოდოლოგიური ლიტერატურის მოძიება, შესწავლა, ანალიზი;
ü  პრობლემის გადაჭრისათვის მეთოდებისა და სტრატეგიების მოძიება;
ü  მოძიებული მეთოდების მოსინჯვა მცირე ჯგუფებში;
ü  მონაცემთა შეგროვება და ანალიზი;
ü  აქტივობების, ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება;
ü  კვლევის ანგარიშის მომზადება და პრეზენტაცია.

 ნა­შ­რო­მის მომზადებისათვის გავიარე ზემოთ ჩამოთვლილი კვლევის ეტაპები და  კვლე­ვის წარმოებისათვის შევარჩიე და გამოვიყენე თვისობრივი და რაო­დე­ნობრივი  კვლ­ე­­­ვ­ის მეთოდები:
თვისობრივი მეთოდის - ფოკუსჯგუფში დიკუსიის (ჯგუფური დისკუსიის) მეშვეობით  და­ვადგინე მოსწავლეთა საჭიროებები; ეს მეთოდი ეფექტიანია  იმ თვალსაზრისით, რომ რე­სპონდენტები უკეთ ავლენენ პრობლემისადმი თავიანთ დამოკიდებულებას - გან­წყ­ო­ბე­­ბსა და ემოციებს, უფრო თამამები და თავდაჯერებულები არიან.  მეთოდი საშუა­ლე­ბას იძლევა სხვა თვალით დაინახოს მკვლევარმა ესა თუ ის საკითხი, აღმოაჩინოს ახა­ლი თე­­მები და მიღებული ინფორმაციით გაამდიდროს რაოდენობრივი შედეგები; აღნიშ­ნუ­ლი მეთოდის გამოყენების მიზანი იყო გამერკვია მოსწავლეთა მიერ ქცევის წესების და­რ­ღვევის მიზეზები და მოტივაცია.
რაოდენობრივი მეთოდის - ანონიმური ანკე­ტი­რ­ე­­­­­ბის შედეგად განვსაზღვრე რამდენად ესაჭიროებათ მოსწავლეებს დახმარება და რა მი­­­მა­რთულებით; ანკე­ტი­რე­ბის დროს ინ­ტე­რვიუერს არ უწევს რესპოდენტთან უშუალო ურ­თიერთობა, მით უმეტეს რო­ცა შე­იძ­ლე­ბა, რომ ანკეტირება იყოს ანონიმური, რაც რე­ს­პო­დენტის ღიაობას უწყობს ხელს.
          ზემოხსენებული მეთოდებიდან მიღებულ მო­ნაცემებზე დაყრდნობით დავგეგმე შე­სა­ბა­მი­სი ინტერვენციები.
4.4 მონაცემთა ანალიზი
პირველადი შედეგების ანალიზი განვახორციელე დიაგრამების და ცხრილების სა­შუ­ლე­ბით, რამაც ნათლად დამანახა შედეგები და მომცა საშუალება კვლევის მომდევნო ეტა­პის განხორციელების. პირველადი კვლევის შედეგები განხილულია, ინტერვენიების შე­დე­გებთან, შედარებითი ანალიზის გამოყენებით გზით.

პირველადი შედეგები:

ფოკუსჯგუფში დისკუსიის შედეგების ანალიზისას გამოვლინდა, რომ:
1).  გამოკითხულ მოსწავლეთაგან უმრავლესობა არ იცნობდა ქცევის კოდექსს ან ბუნ­დო­ვა­­ნი წარმოდგენა ქონდა მის შესახებ,  21 მოსწავლიდან  13-მა მოსწავლემ დააფიქსირა პა­­სუხი „არა“,  პროცენტული მაჩვენებლით  - 61 %;
2).უმრავლესობა არღვევს ქცევის წესებს - 21 მოსწავლიდან 11, პროცენტული მაჩვე­ნე­ბ­ლ­ით  - 52 %; დანარჩენი იშვიათად ან არა­სოდეს;
3). ასევე, გამოკითხულ მოსწავლეთაგან უმრავლესობამ არ იცის ქცევის წესების და­რ­ღ­ვე­ვი­სათვის რა სახის სახდელები არსებობს - 21-დან 12-მა, პროცენტული მაჩვე­ნე­ბ­ლით  - 57 %.

ანკეტირების  სამივე საფეხურის (დაწებითი, საბაზო, საშუალო) მოსწავლეებისათვის მო­ნა­ცემები:

დაწყებითი საფეხურის (III-VI კლასის) ანკეტირების შედეგების ანალიზისას გამოვ­ლი­ნ­და, რომ:
I. დაწებითი საფეხურის გამოკითხულ მოსწავლეთაგან უმრავლესობას  - 12-დან  7-ს არ აქ­ვს კარგად გაცნობიერებული რა იგულისხმება ცუდ საქციელში, პროცენტული მაჩვე­ნე­­­ბ­ლით  - 58 %; დანარჩენ  5-ს - ნაწი­ლო­ბ­რივ აქვს გააზრებული; თანატოლების მიმართ ცუ­­დი დამოკიდებულება უმრავლესობასთან არ დაფიქსირებულა; სამაგიეროდ  გამოიკ­ვე­­თა უფროსკლასელი მოსწავლეების მხრიდან ჩაგვრის მაჩვენებელი: 12 დან 7-მა  მოს­წა­ვ­­ლემ აღნიშნა რომ მას ჩაგრავენ, პროცენტული მაჩვე­ნე­ბ­ლით  - 58 %.

II. საბაზო საფეხურის (VII-IX  კლასების) ანონიმური ანკეტირების შედეგების ანა­ლი­ზი­სას გა­მო­ვ­ლინ­და, რომ:
1). საბაზო საფეხურის გამოკითხულ მოსწავლეთაგან უმრავლესობამ  - 14-დან  8- არ იც­ის რას ნიშნავს დისციპლინური გადაცდომა,  პროცენტული მაჩვენებლით -57 %; უმ­რა­ვ­ლე­სობამ - 14-დან  9-მ, პროცენტული მაჩვენებლით -64 %, დაა­ფიქ­სი­რა ბულინგის შე­მ­თ­­ხვევები; უმრავლესობამ -14-დან  8-მ აღნიშნა, რომ ბულინგის მსხვე­რ­პლია, პრო­ცენ­ტუ­­ლი მაჩვენებლით -57 %; უმრავლესობამ -14-დან  9-მ აღნიშნა, რომ შეხვედრია სხვა­და­­ს­ხ­ვა დარღვევებს, პროცენტული მაჩვენებლით -64 %.

III. საშუალო საფეხურის (IX-XII კლასების) ანონიმური ანკეტირების  შედეგების ანალ­ი­ზი­სას გამოვლინდა, რომ:
1). საშუალო საფეხურის გამოკითხულ მოსწავლეთაგან უმრავლესობამ - 9-დან  5-მა, პრ­ო­ცე­ნ­ტული მაჩვენებლით -56 %;  არ იც­ის რას ნიშნავს დისციპლინური გადაცდომა, უმ­რავ­ლ­ე­­სობამ -9-დან  5-მა აღნიშნა, რომ ბულინგის მსხვე­რ­პლია, პროცენტული მაჩ­ვე­ნე­ბ­ლით -56 %;  უმრავლესობამ -9-დან  6-მა აღნიშნა, რომ ჩაუდენიათ ძა­ლა­დობრივი ქმე­დე­ბე­ბი, პრო­­ცენტული მაჩვენებლით -67 %; უმრავლესობამ -9-დან  5-მა აღნიშნა, რომ აგ­რე­სი­უ­ლ­ია, პროცენტული მაჩვენებლით -56 %.

IV. მასწავლებელთა ანონიმური ანკეტირების შედეგების ანალიზისას გამოვლინდა:
პედაგოგოგთა უმრავლესობამ - 19-დან 11-მა აღნიშნა, რომ ძალზედ ხშირად აწყდება სა­ს­კოლო გარემოში მოსწავლეთა მხრიდან სხვადასხვა სახის უხეშ დისციპლინურ გა­და­ც­დო­მებს, პროცენტული მაჩვენებლით - 58 %.

4.5 მონაცემთა ანალიზი:

სქემები - ცხრილები  და დიაგრამები მონაცემთა ანალიზისათვის:
1.  ფოკუსჯგუფში დისკუსიის მონაცემები:

მოსწავლეთა რაოდენობა  - 21
მოსწავლეთა მიერ დაფიქსირებული პასუხები
პირველი კითხვა
პროცენტული მაჩვენებელი 
დიახ - 8
არა - 13
39 %
61 %
მეორე კითხვა
პროცენტული მაჩვენებელი 
ხშირად - 11
იშვიათად - 6
არასოდეს - 4
52 %
29 %
19 %
მესამე კითხვა
პროცენტული მაჩვენებელი 
დიახ - 9
არა - 12
43 %
57 %

2.  დაწებითი საფეხურის (III-VI კლასის) ანკეტირების შედეგები:

მოსწავლეთა რაოდენობა  დაწებით საფეხურზე -12
მოსწავლეთა მიერ დაფიქსირებული პასუხები
პირველი კითხვა
პროცენტული მაჩვენებელი 
ვერ აცნობიერებს -  7
ნაწილობრივ - 5
58 %
42 %
მეორე კითხვა
პროცენტული მაჩვენებელი 
ხშირად - 3
იშვიათად - 5
არასოდეს - 4
25 %
 42%
33 %
მესამე კითხვა
პროცენტული მაჩვენებელი 
დიახ  -  7
არა - 5
58%
42%

3. საბაზო საფეხურის ( VII-IX კლასების)  ანკეტირების შედეგები:

მოსწავლეთა რაოდენობა  საბაზო საფეხურზე -14
მოსწავლეთა მიერ დაფიქსირებული პასუხები
პირველი კითხვა
პროცენტული მაჩვენებელი 
არ იცის -  8
ნაწილობრივ იცის - 6
57 %
43 %
მეორე კითხვა
პროცენტული მაჩვენებელი 
ხშირად - 9
იშვიათად - 3
არასოდეს - 2
64 %
21 %
15 %
მესამე კითხვა
პროცენტული მაჩვენებელი 
დიახ  -  8
არა - 6
57 %
43 %
მეოთხე შეკითხვა
პროცენტული მაჩვენებელი 
სხვადასხვა სახის - 9
არცერთნაირი - 5
64 %
36 %

4. საშუალო საფეხურის (IX-XII კლასების)  ანკეტირების შედეგები:

მოსწავლეთა რაოდენობა  საშუალო საფეხურზე - 9
მოსწავლეთა მიერ დაფიქსირებული პასუხები
პირველი კითხვა
პროცენტული მაჩვენებელი 
არ იცის -  5
ნაწილობრივ იცის - 4
56 %
44 %
მეორე კითხვა
პროცენტული მაჩვენებელი 
დიახ - 5
არა - 4
56 %
44 %
მესამე კითხვა
პროცენტული მაჩვენებელი 
დიახ -  6
არა - 3
 67 %
33 %
მეოთხე შეკითხვა
პროცენტული მაჩვენებელი 
დიახ -5
არა  - 2
ხანდახან - 2
56 %
44 %

5. მასწავლებელთა ანონიმური ანკეტირების შედეგები:

პედაგოგთა რაოდენობა -19
მასწავლებელთა მიერ დაფიქსირებული პასუხები
პირველი კითხვა
პროცენტული მაჩვენებელი 
11
   58 %


დიაგრამით გამოსახული:





4.6  კვლევის ვადები:

აქტივობა
11.
2018
12.
2018


01.
2019
02.
2019
03.
2019
04.
2019
05.
2019
06.
2019
საკვლევი პრობლემის შერჩევა
X








კვლევის სავარაუდო გეგმის შე­მუ­შა­ვე­ბ­ა
X











X







კვლევის მეთოდების შერჩევა



X





კითხვარის შერჩევა, დამუშავება


X






ფოკუსჯგუფში დისკუსია
  (თვისობრივი მეთოდი)





X




მოსწავლეთა ანკეტირება  (რაოდენობრივი მეთოდი)





X




მასწავლებელთა ანკეტირება  (რაოდენობრივი მეთოდი)



X




მონაცემთა და­მუ­შავება (შეგროვება, ანალიზი)






X









X



ინტერვენციების განხორციელება





X
X
X

ინტერვენციების შემდეგ ჯგუ­ფუ­რი დისკუსია მოსწავლეთათვის (თვი­სობრივი მეთოდი)






X

ინტერვენციების შემდეგ მოს­წა­ვ­ლე­თა ანკეტირება (რაო­დე­ნო­ბ­რი­ვი მეთოდი)







X
ინტერვენციების შემდეგ მასწავ­ლე­ბე­ლთა ანკეტირება (რაოდენობრივი მეთოდი)







X
ინტერვენციების შედეგების ანალიზი







X
შედეგების გაცნობა კოლეგებისათვის, პრეზენტაცია







X

თავი V   ინტერვენციები
             განხორციელებული კვლევის მეთოდების შედეგების ანალიზის საფუძველზე              და­­­­ყ­­­რდნობით დავგეგმე შესა­ბა­მი­სი ინტერვენციები. მიღებული მო­ნაცემებიდან გამომ­დი­­ნარე შევიმუშავე ოთხი სხვადასხვა სახის ინტერვენცია, რომელთა განხორციელება, ჩემი აზრით, დადებით შედეგებს გამოიღებს და ცვლილებას შეიტანს გამო­ვ­ლე­ნილ პრო­ბლემატიკაში;
       
5.1 ინტერვენციების დაგეგმვა-განხორციელება;
 პირველადი შედეგების ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე შემდეგი ინტერვენციები:

ნტერვენცია I – მოსწავლეთა ცნობადობის ამაღლება მოსწავლეთა ქცევის კოდექსისა და სკოლის შინაგანაწესის მიმართ;
პირველ რიგში, მიზნად დავისახე მოსწავლეთა გათვითცნობიერება დისციპლინურ სა­კი­­თხებში;  ამ მიზნით, დისციპლინური კომიტეტის წარმომადგენელთან ერთად ეტაპო­ბ­რივად ვაცნო­ბ­დი მათ მოსწავლეთა ქცევის ნორმებს, ვუნმარტავდი ამა თუ იმ დარ­ღვ­ევ­ი­სათვის დაწესებულ სახდელებს;
ინტერვენცია II-  ანტიძალადობრივი პროპაგანდის მიზნით ფილმების ჩვენება ბულინ­გ­ზე;
მოვიძიე ბულინგის თემატიკაზე სხვადასხვა ასაკისათვის შესაფერისი ფილმები და გავ­მა­რთე კვი­რეული, ფილმების ჩვენების შემდეგ მოსწავლეებს ვუსმევდი შეკითხვებს და ვმარ­თა­ვ­დი მინი-დისკუსიას, მოსწავლეები მსჯელობდნენ და შესაბამისი დასკვნები გა­მოჰ­­ქო­ნ­დათ.

ინტერვენცია III - ემპათიისა და ჰუმანური დამოკიდებულების ჩამოყალიბება - საქველ­მო­ქმედო  ღონისძიების  („ერთად ვაკეთოთ სიკეთე“) მოწყობა;
მოსწავლეთა შორის ურთიერთპატივისცემის, სიყვარულის, თანაგრძნობის გაღვივების მი­ზ­ნით დავგეგმე საქველმოქმედო ღონისძიება სახელწოდებით „ერთად ვაკეთოთ სი­კე­თე“, რომელშიც ვცადე ჩამერთო მეტ ნაკლებად ყველა ასაკის მოსწავლე მთელი სკოლის მას­შტაბით; ღონისძიებისათვის მზადება ერთი თვე გრძელდებოდა, ამ ხნის განმავ­ლო­ბა­ში მოსწავლეებში შეინიშნებოდა ენთუზიაზმი, მოტივირებულობა, პასუხისმგებლობა, მათ თვითონ გადაინაწილეს ფუნქციები, შეიმუშავეს მოსაწვევების ტექსტი და დაპა­ტი­ჟეს მშობლები, მეგობრები, ახლობლები. ღონისძიებიდან შემოსული თანხა სსსმ საჭი­რო­ე­ბის მოსწავლეს მოხმარდა.
ინტერვენცია IV – მოსწავლეთა ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და განწყობაზე ზრუნ­ვა.
რადგანაც მოსწავლეებს ხშირ შემთხვევაში აღენიშნებათ ფსიქოლოგიური პრობლემები და სკოლის ბაზას არ გააჩნია სპეციალისტები, გადავწყვიტე მომეწვია ჩვენივე საზო­გა­დო­ებრივი თემის წარმომადგენლები - უბნის მედ. პერსონალი. ისინი ბავშვებს ესაუბ­რ­ნენ ზოგიერთ ფსიქოემოციურ საკითხებზე, რამაც მოსწავლეებში დიდი ინტერესი აღ­ძ­რა; რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ კუთხით მუშაობის საჭიროებას. სამომავლოდ კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება ამ პრობლემაზე ყურადღების მიქცევა და შე­სა­ბამისი სამსახურის სპეციალისტებთან კონტაქტი.
5.2 ინტერვენციების შეფასების მეთოდები:
1. ინტერვენციების შემდეგ შეფასებისათვის კვლევის სამიზნე ჯგუფთან - მოსწავ­ლე­ებ­თან და პედაგოგებთან, მოვახდინე  თვისობრივი და რაოდენობრივი  მე­თო­დე­ბის გამო­ყე­­ნება;
2. ინტერვენციების შემდეგ მასწავლებელთა და მოსწავლეთა ანკეტირება რაოდენობრივი მეთოდის გზით და დისკუსია ფოკუს-ჯგუფში მოსწავლეებთან თვისობრივი მეთოდით;

3. ინტერვენციების შედეგების ანალიზი
      ინტერვენციების შემდეგ შედეგების კვლევა მოხდა იგივე კითხვარების გამოყენებით, რათა შესაძლებელი ყოფილიყო შედეგების შედარება ინტერვენციებამადე და მის შე­მ­დეგ. ერთი და იგივე კითხვარების გამოყენების შემდეგ შესაძლებელი გახდა შედა­რე­ბი­თი ანალიზის გაკეთება და დაკვირვება, თუ რამდენად ეფექტური აღმოჩნდა ინტე­რ­ვენ­ციები შედეგების გასაუმჯობესებლად.

თავი VI    კვლევის შედეგების ანალიზი
6.1 პირველადი მონაცემებისა და ინტერვენციების შედეგები;
         ინტერვენციების მიმდინარეობისა და დასრულების შემდეგ გამოიკვეთა შემდეგი შე­დეგები:
ფოკუსჯგუფისა და ანკეტირების  შედეგების ანალიზისას გამოვლინდა, რომ:
1). გამოკითხულ მოსწავლეთაგან უმრავლესობა იცნობს მოსწავლის ქცევის კოდექსს და ში­­ნაგანაწესს, პროცენტული მაჩვენებლი  - 70 %;
2). უმრავლესობა  იშვიათად  არღვევს ქცევის წესებს  და იცის ქცევის წესების დარ­ღვ­ევ­ი­ს­­ათვის რა სახის სახდელები არსებობს - პროცენტული მაჩვენებლი  - 69 %;
3). მასწავლებელთა 67 %-მა აღნიშნა, რომ ადგილი არ აქვს უხეშ დისციპლინურ  გა­და­ც­დო­­მებს.
          ინტერვენციების მიმდინარეობისა და დასრულების შემდეგ მივიღეთ დადებითი შე­დეგები:
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ამაღლდა მოსწავლეებში ქცევის კოდექსისა და სკოლის ში­­ნაგანაწესის მიმართ ცნობადობა;
შედარებით ნაკლებად აღინიშნება ქცევის წესების დარღვევის შემთხვევები და უხეში დი­სციპლინური გადაცდომები; ინტერვენციამდე და ინტერვენციის შემდეგ მიღებული მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

ინტერვენციამდე:                                                        ინტერვენციის შემდეგ:
1). ქცევის წესების მიმართ ცნობადობა - 61%            გაუმჯობესდა - 70 %
2).  ქცევის წესების დარღვევა - 52 %                                  იცავს    - 69 %
3). პედაგოგთა მონაცემით დარღვევა - 58 %                იცავს    - 67 %

6.2  კვლევის შედეგების ანალიზი
მონაცემთა ანალიზი ინტერვენციების შემდეგ:
გრაფიკული სქემები:







თავი VII   მიგნებები, რეკომენდაციები, ნაკლოვანებები

მიგნებები:
გამოყენებულმა ინტერვენციებმა ხელი შეუწყო:

ü  შინაგანაწესისა და ქცევის კოდექსისა მიმართ მოსწავლეთა ცნობადობის ამაღლებას;
ü ბულინგის, როგორც ადამიანის უფლებათა დამრღვევი ქმედების, ანტიპროპაგანდას;
ü  მოსწავლეებში ემპათიის, თანადგომის, ჰუმანური დამოკიდებულების გაღვივებას;
ü ურთიერთთანამშრომლობას მოსწავლე-მასწავლებელს, მოსწავლეებს, პედაგოგებს, სკ­ო­ლასა და თემს შორის;
ü სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე სკოლის შინაგანაწესისათვის დამატებითი პუ­ნ­ქ­ტების ჩამოყალიბებას. 

რეკომენდაციები:

ჩატარებული კვლევითი სამუშაოების საფუძველზე კოლეგებს შემიძლია მივცე რეკო­მე­ნდაცია, რომ:

1). საჭიროა თანამშრომლობის გაღრმავება მოსწავლე-მასწავლებელს, პედა­გო­გებს,­ მოს­წავ­ლეებს შორის:
ა). მოსწავლეების ინტენსიური ინფორ­მი­რებულობა ქცევის წესებისა და მოსწავლის კო-­      დექ­­სის შესახებ;
ბ). მოსწავლეთა თვითმმართველობის ჩართვა თვითდისციპლინის ჩამოყალიბებისა და მოწესრიგებული სასკოლო გარემოს შექმნის პროცესში (მიიღონ უშუალოდ მონა­წი­ლე­ობა მოსწავლეთა ქცევის წესების პუნქტების შემუშავებაში);
   გ). დისციპლინური გადაცდომების სისტემატური კონტროლი სკოლის შესაბამისი   მმ­ა­­რთველ ორგანოთა - სამეურვეო  საბჭოს, დისციპლინური კომიტეტის, მოსწავლე­­თა თვითმმართველობის მხრიდან;
2). სხვადასხვა ღონისძიებების გატარება დარღვევათა პრევენციისათვის:
 ა). ჩავაბათ მოსწავლე სხვადასხვა სახის აქტივობებში - საზოგადოებისათვის სასარ­გებ­ლო საქმიანობაში, შემეცნებით ღონისძიებებში, საკლუბო/საწრეო მუშაობაში;
 ბ). მორალურ-ეთიკურ ფასეულობებზე საუბარი: მოდელის - ცნობადი სახის  მო­წ­ვე­ვა და დიალოგი მოსწავლეებთან;
     გ). საზოგადოებრივი თემისა და ფსიქოლოგიური სამსახურის წარმომადგენლებთან     კონტაქტი;
3). სკოლის სპეციფიკიდან, კონკრეტული პრობლემატიკიდან გამომდინარე, ჩვენს მი­-  ერ გა­მო­­კვეთილი საჭიროებები დაფიქსირდეს შინაგანაწესში შემდეგი პუნქ­ტე­ბის სა­ხით:
    მოსწავლეთა ქცევის კოდექსი:
 ა). პატივს ვცემთ და ვიცავთ ერთმანეთის უფლებებს; 
 ბ). თითოეული მოსწავლე ზრუნავს სხვა მოსწავლის მორალური ღირებულებების  და­სა­ცა­­ვად და მოქმედებს პრინციპით: მოვექცეთ ისე სხვებს, როგორც ჩვენ გვინდა რომ მო­გ­ვე­ქცნენ;
  გ). თითოეული მოსწავლე ინდივიდია და უნიკალური პერსონა, ამიტომ პატივს  ვცემთ  სხვე­ბის იდივიდუალიზმს,
დ). ძალადობის (ბულინგის) ნებისმიერი გამოვლინება ადამიანის უფლებების დარ­ღ­ვე­-  ვად ითვლება და სასტიკად იკრძალება.
ე). მოსწავლეთა ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სკოლის სა-­  ზ­ო­გადოება იკონტაქტებს  ფსიქოლოგიური სამსახურის მუშაკებთან და გაით­ვა­ლ­ი­ს­წ­ი­ნებს მათ რეკომენდაციებს.
ვ). სკოლის საზოგადოება მორალურ/ეთიკური ღირებულებების პროპაგანდა-პოპულა­     რი­ზაციის მიზნით მიმართავს სხვადასხვა ღონისძიებებს (მხატვრულ-შემეც­ნე­ბი­თი, მოდელის მოწვევა, დისკუსია-დისპუტები).
         ეთიკურ-მორალური პრინციპებისა და ადამიანი უფლებების ფუნდამენტური უფ­ლე­ბების დაცვა საწინდარია ღირსეული პიროვნების აღსაზრდელად, რაშიც სკოლას უდ­ი­დესი წვლილი მიუძღვის, ამიტომ საჭიროა ჯეროვანი და სათანადო ყურადღება მი­ე­ქცეს ზემოთ ხსენებულ ღირებულებებს და დანაშაულის პრევენციის მიზნით სკოლის ში­ნაგანაწესში შევიდეს ცვლილებები, რომელიც თავიდან აგვარიდებს დისციპლინურ  გადაცდომებს და ხელს შეუწყობს მოსწავლის ქცევის კორექციას და სკოლაში  დის­ცი­პ­ლი­ნის ხარისხის გაუმჯობესებას (სასკოლო ორგანოთა ურთიერთანხმობით, სასურ­ვე­ლია, კიდევ უფრო დაიხვეწოს  შემუშავებული პუნქტები და ახალი სასწვლო წლიდან შე­ვი­დეს რეალიზაციაში).

ნაკლოვანებები:
          კვლევის ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს, ის რომ კვლევის პროცესში არ ჩა­ვ­რ­თე მშობლები, რადგან ვფიქრობდი მათი შვილების ნეგატიურ ქმედებებზე საუბარი მა­თ­ში უკმაყოფილებას გამოიწვევდა და არ იქნებოდნენ გულწრფელი რესპოდენტები;  ამ­ას გარდა, უნდა აღინიშნოს, რომ უმჯობესი იქნებოდა სკოლის საჭიროებებზე სხვა­და­ს­ხვა მიმართულებით დაკვირვება და ხანგრძლივი კვლე­ვა, რომ უფრო ეფექტურად  მო­მ­ხ­და­რიყო  მასში საზოგადოებრივი თემის წარმომადგენლების ჩა­რთვა,


ბიბლიოგრაფია:
1.       თ. ზურაბიშვილი „თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში“ სოციალურ მე­ცნიერებათა ცენტრი, 2006
2.       მარინე ჯაფარიძე, მაია ფირჩხაძე, მანანა ბოჭორიშვილი, მასწავლებლის წიგნი, „მასწავ­ლე­ბელთა პროფესიული განვითარების ცენტრი“, 2013
3.       რუდოლფ დრეიკუსი, წყარო - WWW. mastavlebeli.ge
4.       მარზანო რობერტ ჯ. კლასის მართვა, კვლევებზე დარდნობით შემუ­შა­ვე­ბუ­ლი მე­თოდები მასწავლებლებისათვის, პირველი ქართული გამოცემა, „მასწავ­ლე­ბე­ლ­თა პროფესიული განვითარების ცენტრი“, 2009
5.       ნათია ჯანაშია, ნათელა იმედაძე, სოფიო გორგოძე, განვითარებისა და სწავლის თე­ორიები, პირველი ნაწილი, „მასწავ­ლე­ბელთა პროფესიული განვითარების ცე­ნ­ტრი“, 2011
6.       ნ. ნიჟარაძე, ქესი მაკლეინი, ტერეზა ბოლი, ნინო გოგიჩაძე, თეონა ლოდია, სას­წა­ვ­ლო და პროფესიული გარემო, მესამე ნაწილი, „მასწავ­ლე­ბელთა პროფესიული გან­ვი­თარების ცენტრი“, 2011
7.       მ. ინასარიძე, მ. ლობჟანიძე ს, რატიანი მ, სამსონია ი. „მასწავლებლის საქმია­ნო­ბის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის გზამ­კვ­ლე­ვი“, ნაწილი II, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენ­ტ­რი, 2016
8.       მ. მელიქიშვილი, დიმიტრი უზნაძის პედაგოგიკური კონცეფცია, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენ­ტ­რი, 2013
9.       თამარ მოსიაშვილი, საჯარო სკოლაში შიდა კონტროლის მექანიზმები და მა­რ­თ­ვ­ის სტ­ი­­ლი საქართველოში, განათლებისა და განვითარების პროგრამა (www.­css.ge), 2012
10.    კანონი ზოგადი განათლების შესახებ (2005) http://mes.gov.­ge/content.­php?id=­315&lang­=geo
                 

11.    მოსწავლის ქცევის კოდექსი, 2010
12.   როგორ ვაწარმოოთ პედაგოგიური კვლევა http://mastsavlebeli.ge/?p=281
13.    მიხ. გიორგაძე „როგორ ვიმუშაოთ პრაქტიკის კვლევაზე“ ციფრული რესურს­ი­http://www.slideshare.net/mylenss/ss-15892201
14.     ს. ლობჯანიძე  „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“ ინტერნეტ­ჟუ­რ­ნა­­­ლი „მასწავლებელი“ 2012 წლის 3 მაისი.   http://mastsavlebeli.ge/?p=281
15.     წულაძე . „რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებშითბ. 2008
16.    კვლევის ეთიკა.  http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=12188
17.     ფოკუს-ჯგუფები-http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--10-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-00&cl=CL2.10&d=HASH0129b5727ecf269b3f2c1338.4&x=1
18.     დაკვირვება-http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-   0civil2--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--10-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-00&cl=CL2.10&d=HASH0129b5727ecf269b3f2c1338.5&x=1        






კვლევის რეფლექსია
      
          სსიპ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  სოფელ საღანძილის საჯარო სკოლაში ჩავა­­ტა­­რე ზოგადსაგანმანათლებო საჭიროების კვლევა თემაზე „როგორ ვაქციოთ შინა­გა­ნა­წე­სი და ქცევის კოდექსი პრევენციად“.
         კვლევის დაწყებამდე საუბარი მქონდა სკოლის ადმინისტრაციასთან, დის­ცი­პ­ლი­ნ­ურ კო­მიტეტთან, სამეურვეო საბჭოსთან, ასევე პედაგოგებთან.
კვლევაზე მუშაობის დროს გავეცანი ლიტერატურას და ვთანამშრომლობდი კო­ლე­გე­ბ­თან, რომელთაც უკვე ჰქონდა კვლევის ჩატარების გამოცდილება. კვლევის პროცესში და დასრულების შემდეგ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო კოლეგების შეხედულებები და პროფესიული რეკომენდაციები.
         კვლევის მიზანი იყო მოსწავლეთა დისციპლინის ხარისხის გაუმჯობესება, პრევენ­ცი­­ული ღონისძიებების გათვალისწინება და ჩართვა სკოლის შინაგანაწესში;  კვლე­ვა გ­ა­ნ­­ხორ­ციელდა 2018-2019 სასწავლო წელს, გრძელ­დე­ბო­და რვა თვე. შედგენილი კით­ხ­ვარით, რომელიც ანონიმური იყო გამოიკითხა სკოლის 35 მოსწავლე და 19 მას­წავ­ლე­ბე­ლი. გამოკითხვა ვაწარმოვე წერილობითი ფორმით. პრეზე­ნ­ტა­ციის დროს მსმენელს გა­ვა­ცანი კვლევის ეტაპები, მეთოდები, ინტერვენციები, კვლე­ვის მიგნებები, რე­კო­მენ­და­ცი­­ები, დასკვნები. შედეგები წარმოვადგინე ცხრილებისა და დი­­აგრამების სახით, გავა­ცა­ნი ღია კითხვებზე მიღებული პასუხები.
         საინტერესო იყო რომ კველევის პროცესში გაუმჯობესდა მოსწავლეთა დისციპ­ლი­ნის დონე, ქცევის ხარისხი და გარკვეულწილად მოახდინეს ქცევის კორექცია. მიიღეს მე­ტი ინფორმაცია მოწესრიგებული სასკოლო გარემოს შესახებ, გაეზარდათ მოტივაცია, რაც მომავალში ქმნის იმის პირობას, რომ მოახდენენ თვითდისციპლინის განმტკი­ცე­ბას.
   მასწავლებლებისგან მიღებული უკუკავშირის შედეგად მივიღე ბევრი საინტერესო და გასათვალისწინებელი იდეა, ვფიქრობ მათი სასწავლო პროცესში  ახალი პუნქტების და­ნერ­გვით მომავალი წლიდან უფრო გაიზრდება დისციპლინის ხარისხი სკოლაში, რაც ჩვენი კვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა.
         კვლევის ჩატარების დროს მიღებული გამოცდილება და მომავალში მისი პრაქ­ტი­კა­ში განხორციელება, ის მიგნებები და რეკომენდაციები, რომლებიც გამოიკვეთა, ხელს შე­უ­წყობს მოსწავლეებში ქცევის კორექციის და, შესაბამისად, სასწავლო გარემოს მო­წე­ს­რი­გე­ბას, შინაგანწესში სკოლის საჭიროებების დაფიქსირებას და პრევენციული ღონის­ძი­ე­ბე­ბის დანერგვას. მოტივაციის ამაღლებას და სწავლის პროცესის მიმართ პასუხისმ­გებ­ლ­ო­ბის გაზრდას. ცოდნა, რომელიც კვლევის პროცესში დამიგროვდა, საშუალებას მო­მ­ცემს კოლეგებთან ერთად დავგეგმო და განვახორციელო სხვადასხვა სჭიროებებზე მორ­გე­ბ­უ­ლი კვლევა. 
          კველევის პროცესში გამოიკვეთა რიგი ნაკლოვანებები, უმჯობესი იქ­ნე­ბო­და სკო­ლის საჭიროებებზე სხვადასხვა მიმართულებით დაკვირვება და ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი კვლე­ვა, რომ უფრო ეფექტურად  მომხდარიყო მასში საზოგადოებრივი თე­მის წა­რ­მო­მა­დ­გენ­ლე­ბ­ის ჩა­რთვა, რაც ჩვენი მხრიდან კვლევის განხორციელებისთვის სა­ჭი­რო გა­მო­ცდილების ნ­ა­­­კ­­ლებობამ განაპირობა.
         კვლევის შე­დეგად მიღებული ინფორმაცია, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე გა­ვუზიარე კო­ლე­გებს, მოსწავლეებს შეხვედრაზე, რომელიც შედგა 19 ივნისს.  მოვა­ხ­დი­ნე კვლევის პრე­ზე­ნ­ტაცია და მისი დასრულების შემდეგ ვუპასუხე კოლეგების მიერ დას­მულ კითხვებს. კით­ხვები შეეხებოდა ძირითადად შინაგანაწესში გასათვალიწინებელ პრი­ორიტეტებს. აღ­­ნიშნეს, რომ კვლევა პრაქტიკულად ღირებულებულია მოსწავლის ქცე­­ვის კორექციისა და დისციპლინის ზრდის თვალ­სა­ზ­რისით. კოლეგებმა კვლევის ზო­გი­ერთ კომპონენტს მის­ცეს მაღალი შეფასება. მაგა­ლი­თად, მათთვის საინტერესო აღ­მო­ჩ­ნდა ინტერვენციები და კვლევის მეთოდოლოგია. მე შე­­ვეცადე, რომ ყველა დაი­ნ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირი სრულად ინფორმირებული ყოფილიყო კვლე­ვის განხილვის შეახებ. ინფორ­მა­ცია ერთი კვირის მან­ძილზე გამოკრული იყო სა­მა­ს­წავლებლოში. ჩემთვის ძალიან ღი­რე­ბული იყო მათი შე­ფასება და რეკომენდაციები.


კვლევის ავტორი: სსიპ. სოფელ საღანძილის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავ­ლე­ბელი: ირმა ყრუაშვილი.







No comments:

Post a Comment