Wednesday, July 17, 2019
Wednesday, July 10, 2019
ბეჭდური/ხელნაწერი რესურსები-წიგნები
დამხმარე ლიტერატურა სკოლის მოსწავლეთათვის ისტორიაში
https://drive.google.com/file/d/108t0lvRlez0Gm-lABcy7_g6b3s1pxT-q/view?usp=sharing
https://drive.google.com/file/d/1DH2gM_Fp6BVurHmPbw6sn4KiWoVFQoBN/view?usp=sharing
https://drive.google.com/file/d/108t0lvRlez0Gm-lABcy7_g6b3s1pxT-q/view?usp=sharing
https://drive.google.com/file/d/1DH2gM_Fp6BVurHmPbw6sn4KiWoVFQoBN/view?usp=sharing
Monday, July 8, 2019
საღანძილის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგის ირმა ყრუაშვილის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევის ანგარიში
ს.ს.ი.პ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ
საღანძილის საჯარო სკოლის
ისტორიის პედაგოგის
ირმა ყრუაშვილის
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
საჭიროებების
კვლევის
ანგარიში
თემა: როგორ ვაქციოთ შინაგანაწესი და ქცევის კოდექსი პრევენციად
„მოექეცი ისე სხვებს, როგორც შენ გინდა რომ
მოგექცნენ“
მათეს სახარება
ხარაგაული
2018/19 სასწავლო წელი
სარჩევი
შესავალი ----------------------------------- გვ. 3
თავი
I საკვლევი თემის მიმოხილვა ----------------------------------- გვ. 4
1.1 საკვლევი საკითხის მიმოხილვა და მისი
აქტუალურობა;
პრობლემის დასაბუთება
1.2 მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეთათვის,
მასწავლებლისა და კოლეგებისათვის
თავი
II კვლევის მიზნები და ამოცანები ----------------------------------- გვ. 6
2.1
კვლევის კითხვები/ჰიპოტეზა
2.2 კვლევის მიზნები
2.3
კვლევის ამოცანა/ამოცანები
თავი
III ლიტერატურის მიმოხილვა-ანალიზი ------------------------------------ გვ. 7
თავი IV
კვლევის მეთოდოლოგია ------------------------------------
გვ.
10
4.1 კვლევის ეთიკა
4.2
კვლევის სამიზნე ჯგუფი;
4.3 მონაცემთა შეგროვების მეთოდები;
4.4
მონაცემთა ანალიზი (გრაფიკები)
4.5
კვლევის ვადები
თავი V
ინტერვენციები ------------------------------------- გვ .20
5.1
ინტერვენციების დაგეგმვა-განხორციელება;
5.2
ინტერვენციების შეფასების მეთოდები;
თავი VI
კვლევის შედეგების ანალიზი ------------------------------------- გვ. 21
6.1 პირველადი მონაცემებისა და ინტერვენციების
შედეგების ანალიზი;
6.2 კვლევის შედეგების ანალიზი;
თავი VII
მიგნებები, რეკომენდაციები, ნაკლოვანებები -------------------------- გვ. 23
ბიბლიოგრაფია: ----------------------------- გვ. 25
შესავალი
აღნიშნული ნაშრომი
წარმოადგენს სსიპ.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. საღანძილის
საჯარო სკოლის მასწავლებლის ირმა ყრუაშვილის მიერ ჩატარებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
საჭიროებების კვლევის ანგარიშს.
მასში განხილულია
საკვლევ თემასთან
დაკავშირებული პრობლემები
და მისი
გამომწვევი მიზეზები.
კვლევა ეყრდნობა
სამეცნიერო ლიტერატურაში
არსებულ ინფორმაციას და იგი ჩატარდა ამავე სკოლის მოსწავლეეთან და მასწავლებლებთან.
როგორც
ცნობილია, მაღალი დონის დისციპლინა და წესრიგი სასკოლო ცხოვრების უაღრესად მნიშვნელოვან
ასპექტს წარმოადგენს; სიტყვა დისციპლინა ლათინური ენიდან იღებს სათავეს და რჩევას
ნიშნავს. დისციპლინაში მოიაზრება მოსწავლის ქცევის, სწავლისა და წესრიგის მჭიდრო
ურთიერთკავშირი; ნებისმიერი საზოგადოების, დაწესებულების წევრები და განსაკუთრებით
კი, სასკოლო საზოგადოება, უპირველეს ყოვლისა, წესრიგის დამყარებისაკენ ისწრაფვიან.
წესრიგის საფუძველს კი ქცევის წესების შემუშავება, გაზიარება და დაცვა წარმოადგენს;
რამდენადაც ადამიანი, ამ შემთხვევაში, მოზარდი სოციალური არსებაა, ბუნებრივია,
მისი აღზრდა მჭიდროდ უკავშირდება საზოგადოებაში ქცევას, იმ საზოგადოების მიერ
დაწესებული ქცევის წესების შეთვისებას; იმავდროულად, საზოგადოებრივი განვითარების დინამიკა
მოითხოვს, დროდადრო მოხდეს ცვლილება ქცევის წესებში; რაც მთავარია, სკოლამ
შეძლოს საკუთარი პრიორიტეტების განსაზღვრა და შინაგანაწესის თავის საჭიროებებზე
მორგება; ამას გარდა, სასკოლო საზოგადოებამ - სკოლის ადმინისტრაციამ,
დისციპლინურმა კომიტეტმა, პედაგოგიურმა საბჭომ, სამეურვეო საბჭომ თვალყური
ადევნოს და მუდმივად აკონტროლოს შემუშავებული წესდების დაცვას მოსწავლეთა
მიერ, აღრიცხოს დისციპლინურ დარღვევათა სტატისტიკა, საფუძვლიანად
გამოარკვიოს ქცევის წესების დარღვევის მიზეზები და დასახოს გზები მის აღმოსაფხვრელად. აქვე
უნდა აღინიშნოს, რომ კონტროლი არამც და არამც არ ნიშნავს ზემდგომთა ზეწოლასა და
მიმძლავრებას მოსწავლეზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია
მოსწავლე-მასწავლებელს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა და კომუნიკაცია, საჭიროა,
აქტიურად ჩავრთოთ მოსწავლეები დისციპლინარული კომიტეტის მუშაობაში,
დავაკისროთ პასუხისმგებლობა უფლებამოსილების დელეგირებაში, მივაჩვიოთ
გუნდურ მუშაობას და თვითდისციპლინის ჩამოყალიბებას. კარგად გამართული, სკოლის
კონკრეტულ საჭიროებებსა და პრობლემებზე მორგებული შინაგანაწესი საწინდარია
სკოლაში მდგრადი წესრიგისა და დისციპლინისა. გარდა ამისა, შინაგანაწესი
უნდა ვაქციოთ, ასევე, დისციპლინურ გადაცდომათა - ქცევის წესების დარღვევის
პრევენციის ერთგვარ გარანტიად და ისეთ კოდექსად, რომელიც უზრუნველყოფს
მოსწავლის მოწესრიგებულ, ფუნდამენტურ ადამიანურ ღირებულებებსა და პრინციპებზე
აღზრდილ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.
ნაშრომი
შედგება შვიდი თავისაგან.
თავი
I საკვლევი თემის მიმოხილვა
თავი
II კვლევის მიზნები და ამოცანები
თავი
III ლიტერატურის მიმოხილვა-ანალიზი
თავი
IV კვლევის მეთოდოლოგია
თავი V ინტერვენციები
თავი
VI კვლევის შედეგები
თავი
VII მიგნებები, რეკომენდაციები,
ნაკლოვანებები
ბიბლიოგრაფია:
თავი I
საკვლევი თემის მიმოხილვა
1.1
საკვლევი საკითხის მიმოხილვა და მისი აქტუალურობა; პრობლემის დასაბუთება;
კვლევის თემაში წარმოდგენილი
პრობლემური საკითხი უეღრესად აქტუალურია ჩემი სკოლის რეალური პრაქტიკიდან
გამომდინარე; საყოველთაოდ ცნობილია, რომ მოწესრიგებული სასწავლო გარემო და მაღალი
დისციპლინა წარმატებული სწავლა-სწავლების პროცესის საფუძველთა საფუძველია; ჩემს
პრაქტიკაში კი ხშირად ვაწდებოდი წესრიგის დარღვევის შემთხვევებს, ამიტომ ძირითად
პრობლემად მოსწავლეთა დისციპლინის საკითხი გამოვკვეთე, რომელიც ყოველთვის
იყო და არის სასწავლო დაწესებულების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დილემა;
თანამედროვე პირობებში მან კიდევ უფრო აქტუალური ხასიათი შეიძინა. სკოლა, როგორც
საზოგადოების ნაწილი, ხომ სარკესავით ირეკლავს ქვეყანაში მიმდინარე
მოვლენებს; დრომ და გარემოებამ უამრავი ახალი სირთულისა და პრობლემის წინაშე დააყენა
დღევანდელი სასკოლო საზოგადოება და, მათ შორის, ჩემი სკოლაც; სკოლაში გახშირდა
მოსწავლეთა ნეგატიური ქცევის გამოვლინებები - აგრესიული ქმედებები, კონფლიქტური
სიტუაციები, ბულინგის შემთხვევები, უხეშად ირღვევა მოსწავლეთა ქცევის კოდექსით
გათვალისწინებული ნორმები, რაც ხელს უშლის სკოლაში ნორმალური სასწავლო პროცესის
წარმართვას; ასეთ პირობებში მასწავლებელს უხდება ფსიქოლოგის როლში ყოფნაც,
რამდენადაც სკოლებს არ ჰყავთ ფსიქოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები;
სკოლაში მოსწავლეთა ქცევის მარეგულირებლად ძირითადად რჩება მოსწავლის ქცევის
კოდექსი და სკოლის შინაგანაწესი, რომელიც არ აკმაყოფილებს მთელ რიგ საკითხებში
თანამედროვე საზოგადოებრივ გამოწვევებს, მაგალითად, შინაგანაწესი არ
ითვალისწინებს მოსწავლეთა დისციპლინური დარღვევების პრევენციულ ღონისძიებებს,
იგი მიმართულია, ძირითადად, აღმკვეთ და სადამსჯელო რეგულაციებზე; აუცილებელია,
ყურადღება გამახვილდეს ქცევის მამოტივირებელ, თვითდისციპლინის ჩამოყალიბების
ხელშემწყობ რეგულაციებზე, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში პოზიტიური ქცევის
განმტკიცებას და თავიდან აგვაცილებს დისციპლინურ გადაცდომებს.
1.2
მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეთათვის, მასწავლებლისა და კოლეგებისათვის
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების საჭიროებების კვლევა
არის კვლევის ტიპი, რომელშიც სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ჩართულნი არიან
უშუალოდ მისი განხორციელების პროცესში.
მოსწავლეებს
კვლევა დაეხმარება:
ü საკუთარი ქცევის კორექციაში, მოსწავლის
ქცევის კოდექსისა და სკოლის შინაგანაწესისადმი ცნობადობის ამაღლებაში,
თვითდისციპლინის განმტკიცებაში;
ü მასწავლებლებთან, ასევე თანასკოლელებთან
კომუნიკაციის გაღრმავებაში;
ü ერთმანეთისადმი პატივისცემის გრძნობის,
ემპათიის უნარის, ჰუმანური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში.
ასევე კვლევა დაეხმარება კოლეგებს მსგავსი საერთო
სასკოლო პრობლემების მოგვარებაში, კერძოდ:
ü გაიაზრონ არსებული პრობლემის მიზეზთა
არსი, შეძლონ მობილიზება, თანადგომა და ჩართვა უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნის პროცესში;
ü მოსწავლეებში არასასურველი ქცევის
გამოვლენისას წარმოქმნილი სიტუაციის დარეგულირებაში; დისციპლინური გადაცდომის
შემცირება-აღმოფხვრაში;
ü მოსწავლეებთან მჭიდრო კომუნიკაციის
დამყარებაში, მოზარდთა ფსიქო-ემოციური განწყობის საკითხისადმი ყურადღების
მიქცევასა და ჩაღრმავებაში, მათი პრობლემების უკეთ გააზრებაში;
ü მოსწავლეთა ყოფა-ქცევის მოწესრიგებასა
და დისციპლინის ამაღლებაში;
ვფიქრობ, რომ კვლევა დამეხმარება მე:
ü ავიმაღლო პრობლემის ირგვლივ თეორიული
ცოდნა და მივიღო პრაქტიკული გამოცდილება;
ü სიღრმისეულად ჩავწვდე არსებული
პრობლემის გამომწვევ მიზეზებს, განვსაზღვრო სტრატეგია და დავსახო გზები და
ამოცანები მის მოსაგვარებლად;
ü გავაფართოვო და გავაღრმავო კონტაქტები
და თანამშრომლობა კოლეგებთან, მოსწავლეებთან, თემის წარმომადგენლებთან;
ü მივიღო კონსულტაციები, რჩევები და
გამოვიყენო დასახული პრობლემის გადასაჭრელად;
თავი II
კვლევის მიზნები და ამოცანები
2.1 კვლევის ჰიპოტეზა/კითხვები
Ø კვლევის მთავრი კითხვაა: როგორ გავმართოთ
შინაგანაწესი ისე, რომ შესაძლებელი გახდეს მისი აქტიურად გამოყენების
შემთხვევაში რიგი დარღვევების თავიდან აცილება;
Ø ჰიპოტეზა - მოსწავლეებს უჭირთ მოსწავლეთა ქცევის კოდექსით
განსაზღვრული ნორმების დაცვა, არც თუ იშვიათად შეინიშნება სასკოლო გარემოსთვის
მიუღებელი ქცევების გამოვლინება, გარკვეულწილად ავლენენ ერთმანეთის მიმართ აგრესიულ
დამოკიდებულებას, ადგილი აქვს სხვათა უფლებების დარღვევას, მიმძლავრებასა და
ჩაგვრას, ნაკლებად აქვთ განვითარებული ემპათიის უნარი.
Ø კვლევის მთავარ კითხვაში აღნიშნული პრობლემის
მიზეზების დადგენაში დაგვეხმარება შემდეგ ქვეკითხვებზე პასუხის გაცემა:
Ø რამდენად კარგად იცნობენ მოსწავლეები ქცევის
კოდექსს;
Ø რამდენად ითვალისწინებს თვითონ შინაგანაწესი იმ
პრობლემების პრევენციას, რომელიც სკოლას გააჩნია მოცემულ შემთხვევაში.
2.2 კვლევის
მიზნები
Ø დავადგინოთ პრობლემის გამომწვევი მიზეზები, თუ რა იწვევს დისციპლინურ დარღვევებს
მოსწავლეებში, რა არის განმეორებადი ნეგატიური ქცევის მოტივი და გამოვნახოთ
პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზები, რათა შევძლოთ:
Ø დავეხმაროთ მოსწავლეებს პოზიტიური ქცევის
ფორმირებაში;
Ø დავეხმაროთ მოსწავლეებს გაუღვივდეთ ერთმანეთის მიმართ
ემპათიის უნარი და ჰუმანური განწყობა;
Ø დავეხმარო მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ ურთიერთთანამშრომლობითი
დამოკიდებულება, ქცევის
ნორმებისადმი პატივისცემა;
Ø მივცე რეკომედაცია სკოლის ადმინისტრაციას
შინაგანაწესში ცვლილების შესახებ;
2.3 კვლევის
ამოცანები
Ø კვლევის ამოცანაა, პასუხი გავცეთ კვლევის
მთავარ კითხვას: როგორ გავმართოთ შინაგანაწესი ისე, რომ შესაძლებელი გახდეს
მისი აქტიურად გამოყენების შემთხვევაში რიგი დარღვევების თავიდან აცილება;
საკვლევი პრობლემის გადასაჭრელად დავსახე შემდეგი
ამოცანები:
Ø საკითხის არსში ჩასაწვდომად, უპირველეს ყოვლისა, შევიმუშავო
სამოქმედო გეგმა და მიზნად დავისახო, გავეცნო მსგავს პრობლემაზე საგანმანათლებლო
სივრცეში არსებულ კვლევებსა და ლიტერატურას;
განვსაზღვრო
კვლევისათვის შესაბამისი მეთოდები - რაოდენობრივი (ანონიმური ანკეტირება
მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან) და თვისობრივი („ჯგუფური დისკუსია“
საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეებთან) და გამოვიყენო, როგორც კვლევის დასაწყისში
ასევე ინტერვენციების განხორციელების შემდეგ;
Ø საკვლევი პრობლემიდან
გამომდინარე შევიმუშავო ოთხი სხვადასხვა
სახის ინტერვენცია;
Ø ინტერვენციების
განხორციელება გავწერო დროში და გავანაწილო თვეების მიხედვით;
Ø ინტერვენციების შეფასება
მოვახდინო ცხრილებისა და დიაგრამების
საშუალებით;
Ø კვლევის
დასასრულს მოვახდინო კვლევის შედეგების ანალიზი და შეჯამება, წარვუდგინო სკოლის
ადმინისტრაციას რეკომენდაცია სკოლის შინაგანაწესში ცვლილების დაფიქსირების
შესახებ;
თავი III
ლიტერატურის მიმოხილვა-ანალიზი
მოწესრიგებული სასწავლო გარემო სასწავლო პროცესის ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს; მოსწავლის უფლებაა ისწავლოს უსაფრთხო და დაცულ
გარემოში, მოწესრიგებული სასკოლო სივრცის შესაქმნელად აუცილებელია ზოგადი სტრატეგიების
ცოდნა, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლის სოციალურად მისაღები ქცევის განმტკიცებას; სწორედ
მოსწავლის ქცევაა ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს წარმატებულ სწავლა-სწავლების
პროცესს; მოზარდის სწორი მორალურ-ზნეობრივ-ეთიკური განვითარება წარმოადგენს მისივე
ქცევის წინაპირობას, ამიტომაა უმნიშვნელოვანესი ამ კუთხით მოსწავლეებთან მუშაობაზე
ყურადღების გამახვილება; აღნიშნულ თემატიკაზე არაერთი ნაშრომი და სამეცნიერო დასკვნებია
შემუშავებული პედაგოგიკაში; მათი გაცნობა და მეთოდიკის გათვალისწინება მნიშვნელოვანწილად
დამეხმარა საკვლევი საკითხის პრობლემატიკაში უფრო ღრმად ჩამეხედა და გავრკვეულიყავი
რა გზები და საშუალებები დამესახა კვლევის ამოცანების გადასაჭრელად.
მეცნიერული
პედაგოგიკის ნაშრომთაგან საინსტრუქციო და აღსანიშნავია კოლბერგის მორალური განვითარების
თეორია, ბიჰევიორისტების მოძღვრება ქცევის კორექციის შესახებ, სოციალური დასწავლის
თეორია (ალ. ბანდურა), დ. უზნაძის განწყობის თეორია (განვითარებისა და სწავლის თეორიები,
სასწავლო და პროფესიული გარემო, 2011) და სხვ. ცნობილია, რომ ადამიანები და მათი გარემო
ორმხრივად ახდენენ გავლენას ერთმანეთზე, ბიჰევიორისტები აქცენტს აკეთებენ თუ
რა გავლენას ახდენს გარემო ადამიანის ქცევაზე; ყურადსაღებია მათი თეორიული მიგნებები
პოზიტიური და ნეგატიური განმამტკიცებელი სტიმულების, არასასურველი ქცევის
შემცირებისა და აღმოფხვრის, ახალი ქცევის ფორმირების შესახებ და სხვ. სოციალური
დასწავლის თეორეტიკოსის, ალ. ბანდურას მიხედვით, ქცევის მახასიათებელია თვითრეგულაცია:
თუკი პატარა ბავშვის ქცევა კონტროლირებადია უფროსებისაგან, მოზრდილები თვითონ
წარმართავენ და აკონტროლებენ თავიანთ ქცევას; ქცევის გამეორება და შეძენა ადვილად
ხდება მოდელის მიბაძვით. ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებელი დ. უზნაძე
(დიმიტრი უზნაძის პედაგოგიკური კონცეფცია, 2013), რომელმაც საფუძველი ჩაუყარა
საქართველოში ბავშვის ფსიქოლოგიის მეცნიერულ კვლევას, მოსწავლის აღზრდის პროცესში
ხაზს უსვამს განწყობის საკითხს, ქცევას იგი განიხილავს როგორც აქტივობას, რომელიც
სუბიექტის გარე სინამდვილესთან ურთიერთობას ნიშნავს, მისი თეორიის მიხედვით,
დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქცევის შესწავლას ადამიანის განვითარების სხვადასხვა
საფეხურის თავისებურებათა შესასწავლად, რადგან სწორედ ქცევის ფორმა ანიჭებს
ყოველ ასაკობრივ საფეხურს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ იერსახეს. საინტერესოა,
ასევე რობერტ მარზანოს (კლასის მართვა, 2009) მიერ კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებული
მეთოდები და რეკომენდაციები მასწავლებლებისათვის, იგი დისციპლინის გაუმჯობესებაზე
მიმართული ღონისძიებების ხუთი კატეგორიის იდენტიფიკაციის ვარიანტს გამოყოფს: მასწავლებლის
რეაქცია, ნივთიერი წახალისება, დაუყოვნებელი სახდელი, ჯგუფური მიღწევები, მშობლების
რეაგირება მოსწავლის ქცევაზე; იგი ურჩევს პედაგოგებს გამოიყენონ მეთოდები, რომლებიც
ხელს შეუწობს მოსწავლის მოტივირებასა და
დადებითად განწყობას - აღიარონ მოსწავლის კარგი ქცევა, ხოლო მიუღებელი ქცევა
დაგმონ.
თეორეტიკოსთა მიგნებებისა და დასკვნების ცოდნა/გაზიარება
მნიშვნელოვნად ეხმარება მასწავლებელს თავის პრაქტიკაში წამოჭრილი მსგავსი პრობლემების
მოგვარებაში.
თანამედროვე რეალობაში დისციპლინის ნაკლებობა სკოლების
ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა. მისი დარღვევა ძალზედ უარყოფით ზეგავლენას
ახდენს სწავლისა და სწავლების პროცესზე. წარმოუდგენელია სასწავლო დაწესებულება,
სადაც არ ხდება კონფლიქტები, დაპირისპირება, ძალადობა და სხვადასხვა სახის დისციპლინური
გადაცდომები, მით უფრო, დღევანდელ სკოლებში. შეუძლებელია არ დაეთანხმო იმ აზრს,
რომ „სკოლაში ძალადობას იმიტომ აქვს ადგილი, რომ ის ბევრია სკოლის გარეთ“ (მ. ჯაფარიძე,
მასწავლებლის წიგნი, 2013, გვ.23). ბუნებრივია, ეს ასახვას პოვებს მოზარდის ფსიქო-ემოციურ
განწყობაზე. ისე, რომ მოსწავლის არასასურველი ქცევის განმაპირობებელი ფაქტორი
მრავალნაირია და მას თავისი მოტივები გააჩნია,
ის შეიძლება იყოს როგორც შინაგანი, ისე გარეგანი ფაქტორებით გამოწვეული.
მას
შეიძლება განაპირობებდეს შემდეგი სხვადასხვა მიზეზები: აღზრდის დეფიციტი, მემკვიდრეობა,
გარემო პირობები, ბავშვის ფსიქიკური სამყაროს მდგომარეობა, თვითდამკვიდრების მიდრეკილება,
ზოგადად, გაუცნობიერებელი მოტივები. ცუდი ქცევის მოტივების იდენტიფიცირება საკმაოდ
რთული პროცესია. თითოეული მოსწავლე ხომ ინდივიდია და მისი ქცევის მიღმა მიზნების
და მოტივების განსხვავებული კომბინაცია დგას. ამერიკელი გამოცდილი პედაგოგის, რუდოლფ
დრეიკუსის რჩევით ქცევის მოტივების სწორი განსაზღვრება ეფექტური მუშაობის აუცილებელი
წინაპირობაა, ჩარევის ხერხების სწორად განსაზღვრაც მასზეა დამოკიდებული. ყველა
შემთხვევაში საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა, რომელიც საშუალებას მოგვცემს მივაგნოთ
მოსწავლის ქცევის მიზნებს, საჭიროა მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდებით მუშაობა,
რისთვისაც საჭიროა რამოდენიმე შემდეგი ეტაპის გათვლა.
1.
შევკრიბოთ და სწორად ავღწეროთ კონკრეტული
ფაქტები, თავი ავარიდოთ სუბიექტურ შეფასებებს;
2.
ზუსტად
განვსაზღვროთ დისციპლინის დარღვევის მიზეზები, რომელიც შეიძლება
სხვადასხვანაირი იყოს. ქცევის მიზეზის ცოდნა საჭიროა როგორც საპასუხო ქცევის
განსასაზღვრად, ასევე იმისთვის რათა გამოვიცნოთ მოსწავლის რეაქცია ჩვენს პედაგოგიურ
მოქმედებებზე;
3.
დისციპლინის
დარღვევის მომენტში შევარჩიოთ გადაუდებელი ჩარევის ხერხები. რჩევა არ
გულისხმობდეს დასჯას, მას ორი მიზანი აქვს: შეაჩეროს არასასურველი ქცევა და
იმოქმედოს მოსწავლეებზე იმგვარად, რომ მისი შემდგომი ქცევა უფრო მისაღები გახდეს.
4.
შევიმუშაოთ
თვითპატივისცემის ფორმირების ხელშეწყობის სტრატეგიები, მოსწავლეში ეს გრძნობა
ყალიბდება როცა ის:
ა). თავს არ გრძნობს არაკომპენტენტურად;
ბ). თანატოლებთან
და მასწავლებელთან აგებს მისაღები ფორმის სოციალურ უსაფრთხოებას, ეს არის ე.წ
კომუნიკური კომპეტენცია;
გ) სკოლასა თუ კლასის ცხოვრებაში შეაქვს საკუთარი
წვლილი, რაც გულისხმობს ე.წ სოციალურ კომპეტენციას.
5.
ეფექტურად
ვითანამშრომლოთ მშობლებთან, მივაწოდოთ ჩვენი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია,
ვაქციოთ პროცესის თანაონაწილედ და ხელშემწყობად.
ეს შრომეტევადი სამუშაოა და პედაგოგებს ერთულებათ ამ კუთხით მუშაობა, რადგან იგი დიდი მოთმინებით
ჩასატარებელ ერთგვარ რუტინულ სამუშაოს მოითხოვს. ამავე დროს წარმატებით გადადგმული
სწორედ ეს ნაბიჯი უზრუნველყოფს დადებით შედეგს.
საჭიროა
ფაქტების შედგენა და ზუსტი ფორმულირებაა, ხარისხიანი აღწერა მოიცავს: რას გააკეთებს მოსწავლე კონკრეტულად, როცა ცუდად იქცევა,
ჩვეულებრივ როდის იქცევა ასე და რა სუხშირით, მოსწავლის ქცევა ფორმულირებული უნდა
იყოს ფაქტის აღწერით, უშუალოდ მოსწავლის ქცევას რომ გვამცნობს, მოვერიდოთ ჩვენი
ემოციების გამოხატვას და დაფიქსირებას. საჭიროა დაკვირვება არანაკლებ ერთი თვის
განმავლობაში და შემდეგ არასასურველი ქცევის მოტივების სისტემური ანალიზი, რაც
საშუალებას მოგვცემს გავარკვიოთ ასეთი ქცევა გარკვეული ემოციური მდგომარეობის დროებითი
განმეორების შემდეგ ხომ არაა მოსწავლის ან თანატოლის „უმართებლო“ საქციელზე რეაქცია
(წყარო: WWW.mastsavlebeli.ge).
მოსწავლის სოციალური განვითარება მოიცავს სხვა ადამიანებთან ურთიერთობის კომუნიკაციის
უნარის განვითარებას; თანატოლებთან ურთიერთობა მოსწავლეს ეხმარება სოციალიზაციის პროცესში,
მაგრამ იმავდროულად გავლენას ახდენს ქცევის ფორმირებაზეც; თანატოლები მაგალითს აძლევენ
ერთმანეთს და განსაზღვრავენ, რა არის მორალური საქციელი, თვითონ „ადგენენ“ ქცევის
წესებს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მშობლებისა და მასწავლებლების ფუნქციაც მოზარდის
სოციალურ, ფსიქოლოგიურ, ეთიკურ განვითარებაზე.
მოსწავლის ქცევის მარეგულირებელ ერთ-ერთ ძირითად
ბერკეტს სკოლებში წარმოადგენს „კანონი ზოგადი განათლების შესახებ“, იგი განსაზღვრავს
სასკოლო გარემოსთვის შესაბამის ქცევის ნორმებს; ამიტომ დოკუმენტს ყურადღებით გავეცანი,
როგორც წყაროს. სკოლის შინაგანაწესის ზოგადი დოკუმენტის (რომელიც მოიცავს მოსწავლის
ქცევის კოდექსსაც), ერთ პრობლემათაგანს წარმოადგენს ის, რომ დისციპლინის დარღვევის
პრევენციულ ღონისძიებებს ნაკლებად ითვალისწინებს, ამიტომ ამ კუთხით მოსაგვარებელი
პრობლემების გადაჭრას კვლევის გარკვეული ნაწილი დავუთმე.
კვლევის პრობლემის არსში ჩაწვდომისათვის მეთოდოლოგიურ
ლიტერატურასთან ერთად გავეცანი ინტერნეტჟურნალსა და ჟურნალ „მასწავლებელში“ გამოქვყნებულ
საინტერესო და ინფორმაციულ სტატიებს; მიღებული ინფორმაცია დამეხმარა კლევის დაგეგმვასა
და წარმართვაში, მიზნების და ამოცანების სწორად ჩამოალიბებაში, კვლევის მეთოდებისა
და ინტერვენციების შერჩევაში.
თავი IV მეთოდოლოგია
კვლევის დროს გამოვიყენე
შემდეგი მეთოდები:
1. თვისობრივი კვლევის მეთოდი - ფოკუსჯგუფში დისკუსია
(„ჯგუფური დისკუსია“) (VII- XII კლასის მოსწავლეთათვის);
2. რაოდენობრივი კვლევის მეთოდი - ანონიმური ანკეტირება
ღია და დახურული კითხვებით (III- XII კლასის მოსწავლეთათვის, ასევე მასწავლებლებისათვის);
პირველადი
მდგომარეობის კვლევა
მას შემდეგ რაც, თვალნათლივ და აშკარად გამოიკვეთა პრობლემა
- საკუთარი დაკვირვების საფუძველზე დავაფიქსირე დისციპლინური გადაცდომის
არაერთი შემთხვევა სკოლის მასშტაბით,
გადავწყვიტე ოფიციალურად მიმემართა სამეურვეო საბჭოსათვის, რათა გამომეთხოვა
ინფორმაცია ფიქსირებული მონაცემების შესახებ; სამწუხაროდ, სტატისტიკური
მონაცემები სამეურვეო საბჭოს არ გააჩნდა, ამის შემდეგ მივმართე დისციპლინურ კომიტეტს, რომელიც
მხოლოდ ზეპირ ინფორმაციას ფლობდა და ისიც არასრულს; სტატისტიკური მონაცემების არქონამ კვლევის
პროცესი რამდენადმე გაართულა; შემდეგ ჯერზე გავესაუბრე მოსწავლეთა
თვითმმართველობასა და თავად მოსწავლეებს, რათა გამერკვია რამდენად კარგად
იცნობდნენ ქცევის ნორმებს და ზოგადად, მოსწავლის
ქცევის კოდექსს, აქაც არასახარბიელო მდგომარეობა დაფიქსირდა; გადავწყვიტე
სკოლის ადმინისტრაციისათვის მიმემართა და საფუძვლიანად გავცნობოდი სკოლის შინაგანაწესს, რომელიც სტანდარტული,
ზოგადი შინაგანაწესის შაბლონს წარმოადგენს; როგორც ცნობილია, „კანონი ზოგადი
განათლების შესახებ“ სკოლის შინაგანაწესს განუსაზღვრავს დისციპლინურ გადაცდომათა
რეგულაციას, აქ პროირიტეტი დისციპლინის კონტროლია, იგი უფრო მეტად აღწერს
დისციპლინის დარღვევებზე რეაგირების პროცედურებს, ვიდრე ინტერვენციულ მიდგომებს;
არ ითვალისწინებს პრევენციულ ღონისძიებებს, ამიტომ საჭირო და აუცილებელია სკოლის
ყველა მმართველობითი რგოლი - ადმინისტრაცია, სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო,
მოსწავლეთა თვითმმართველობა („კანონი ზოგადი განათლების შესახებ“ მიხედვით,
მოსწავლეთა თვითმმართველობას შეუძლია მონაწილება მიიღოს შინაგანაწესისთვის
რეკომენდაციების შემუშავებაში, მუხლი 48.ა. თავი X,
მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციები) - ჩაერთოს იმ კონკრეტული სტრატეგიების
შემუშავებაში, რომელიც სკოლის საჭიროებას შეესაბამება.
პირველადი შეფასება
მოსწავლეებთან
გასაუბრებამ გაარკვია, რომ მათმა უმრავლესობამ არ იცის ქცევის ნორმები, ხშირად
შედიან კონფლიქტურ სიტუაციაში, შეინიშნებიან აგრესიულ ქმედებებსა და ბულინგის
გამოვლინებებში; მასწავლებლებთან გასაუბრებამ გაარკვია, რომ მოსწავლეების
მხრიდან საკმაოდ ხშირად აქვს ადგილი სხვადასხვა სახის დარღვევებს; დავგეგმე,
შემედგინა კითხვარი როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი კვლევის მეთოდების
გამოყენებით;
რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდების
გამოყენება:
1). თვისებრივი მეთოდი - ფოკუსჯგუფში დისკუსია („ჯგუფური
დისკუსია“) – VII- XII კლასების მოსწავლეები;
2). რაოდენობრივი
მეთოდი - კითხვები ანონიმური ანკეტირებისათვის შევადგინე ცალ-ცალკე სამივე საფეხურის
მოსწავლეთათვის (III- XII კლასების მოსწავლეები) მათი ასაკობრივ-ინტელექტუალური
მონაცემების გათვალისწინებით;
ანკეტირების კითხვები მოსწავლეთათვის:
(თვისებრივი კვლევის მეთოდი)
ფოკუსჯგუფში
სადისკუსიო კითხვები VII-XII კლასების მოსწავლეები:
1. იცნობთ
თუ არა მოსწავლის ქცევის კოდექსს?
ა). დიახ ბ). არა
2). არღვევთ თუ არა ქცევის წესებს?
ა).
ხშირად ბ). იშვიათად გ).
არასოდეს
3). გსმენიათ მოსწავლის ქცევის
წესების დარღვევისათვის დაწესებული სახდელების შესახებ?
ა). დიახ ბ). არა
ანკეტირებისათვის კითხვები სამივე საფეხურის (დაწებითი,
საბაზო, საშუალო) მოსწავლეებისათვის (შედგენილია ასაკობრივ-გონებრივი მონაცემების
გათვალისწინებით):
(რაოდენობრივი
მეთოდი)
პასუხი
გაეცით კითხვებს, შემოხაზვის შემთხვევაში
აირჩიეთ ერთი ვარიანტი:
1.
როგორ ფიქრობთ, რა
იგულისხმება ცუდ საქციელში? –
2.
ცუდად მოქცევიხართ
თანატოლს? –
ა). ხშირად ბ). იშვიათად გ). არასოდეს
3. დაუჩაგრიხართ უფროს კლასელ ან თანატოლ
მოსწავლეს? –
ა). დიახ ბ). არა
VII-IX კლასების მოსწავლეებისათვის
პასუხი გაეცით კითხვებს,
შემოხაზვის შემთხვევაში აირჩიეთ ერთი ვარიანტი:
1. თქვენი აზრით, რა არის დისციპლინური
გადაცდომა? –
2. შეხვედრიხართ ბულინგის შემთხვევებს სასკოლო
ცხოვრებაში? –
ა). ხშირად ბ). იშვიათად გ). არასოდეს
3. ყოფილხართ უფროსი ან თანატოლი მოსწავლის
ბულინგის მსხვერპლი?
ა). დიახ ბ). არა
4. ძირითადად რა სახის
დისციპლინურ დარღვევებს შეხვედიხართ სასკოლო ცხოვრებაში?
ა). კუთვნილი ნივთების წართმევა; ბ). სიტყვიერი შეურაცხყოფა;
გ). ფიზიკური შეურაცხყოფა; დ). არცერთნაირს არ შევხვედრივარ;
X-XII
კლასების მოსწავლეებისათვის
პასუხი გაეცით კითხვებს,
შემოხაზვის შემთხვევაში აირჩიეთ ერთი ვარიანტი:
1. თქვენი აზრით, რა არის დისციპლინური
გადაცდომა? –
2. ყოფილხართ თუ არა მოსწავლის მხრიდან ბულინგის მსხვერპლი?
ა). დიახ ბ). არა
3. რა
სახის აგრესიული და ძალადობრივი ქმედება ჩაგიდენიათ უმცროსი ან თანატოლი მოსწავლეების მიმართ?
ა).
კუთვნილი ნივთების წართმევა; ბ). სიტყვიერი
შეურაცხყოფა;
გ). ფიზიკური შეურაცხყოფა; დ). არცერთნაირი;
4. ხართ აგრესიული?
ა). დიახ;
ბ). არა;
გ). ხანდახან;
მასწავლებლებისათვის
რა სახის დისციპლინურ დარღვევებს აწყდებით მოსწავლეების
მხრიდან?
4.1 კვლევის ეთიკა
კვლევის პროცესში აუცილებელია კვლევის ეთიკის
ნორმების დაცვა; სოციალური კვლევა, როგორც ცნობილია, მოქალაქეების მონაწილეობით
ტარდება, ამიტომ კვლევის წარმართვისას
ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს მთელი რიგი ეთიკური პრინციპების დაცვა.
კვლევის
ეთიკა მოიცავს მორალური წესებისა და პროფესიული კოდექსების ერთობლიობას, რომლითაც
სოციოლოგიურ კვლევაში ხელმძღვანელობენ; სწორედ მათი საშუალებით ხდება რესპონდენტისა
და ფართო საზოგადოების უფლებებისა და ინტერესების
დაცვა. სოციალური კვლევის ეთიკური სტანდარტები საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისგან
შედგება, რომელთა დაცვაც ყველა მკვლევარის მოვალეობაა; ეს ნორმები და საერთო პრინციპებია:
პროფესიული კომპეტენტურობა, პატიოსნება, რესპოდენტის უფლებების და ღირსებების პატივისცემა;
ინფორმაციის შეგროვების, ანალიზის, წარდგენის და პუბლიკაციის პროცესში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კონფიდენციალობის
დაცვას; ასევე, კვლევის ობიექტს სრული უფლება აქვს უარი თქვას მონაცემების მიწოდებასა
თუ პირადი აზრის გამოთქმაზე. კვლევის ეთიკა მოითხოვს განსაკუთრებული ყურადღება
დავუთმოთ რესპოდენტთა უფლებების დაცვას; კვლევაში მათი მონაწილეობა ნებაყოფლობითობის
საფუძველზე განხორციელდა, მოსწავლის გამოკითხვისათვის მშობლებისაგან ავიღე ნებართვა.
4.2 კვლევის სამიზნე ჯგუფი;
კვლევის სამიზნე ჯგუფი: სსიპ სოფ. საღანძილის საჯარო სკოლის მოსწავლეები
მესამე კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, ასევე პედაგოგები;
სკოლაში სწავლობს 42 მოსწავლე, კვლევაში მონაწილეობდა - 35;
სკოლაში მუშაობს 24 პეგადაგოგი, კვლევაში მონაწილეობდა - 19.
4.3 მონაცემთა შეგროვების მეთოდები
სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე კვლევა გულისხმობს თანამშრომლობით, კოლექტიურ მიდგომას; ზოგადად,
თანამშრომლობითი მიდგომა ცვლილებებისადმი წინააღმდეგობის გაწევის შემცირების
კარგ საშუალებას წარმოადგენს, მით უმეტეს იმ შემთხვევაში თუ ცვლილებების
დანერგვაა საჭირო - თანამშრომლობითი პროგრამა კვლევაში ჩარათულ პიროვნებებს ერთ
გუნდად კრავს, ერთად უსწორებენ თვალს პრობლემას, უზიარებენ მოსაზრებებს, იღებენ
გადაწყვეტილებებს, ინაწილებენ პასუხისმგებლობას და სასურველ შედეგსაც უკეთესად
აღწევენ. ცვლილების ეფექტურად განხორციელება იმ შემთხვევაში ხდება, როცა კვლევის
პროცესში ჩართული არიან ის ადამიანები, ვინც უშუალოდ პრობლემის ობიექტს
წარმოადგენს; აქედან გამომდინარე, დისციპლინარულ საკითხთან დაკავშირებული
პრობლემების კვლევის პროცესში აუცილებელია ჩავრთოთ მოსწავლეები და ასევე,
პედაგოგები.
კვლევა გულისხმობს მუდმივ ურთიერთობას
დაკვირვებასა და ახსნას შორის. კვლევა ესაა ახალი ცოდნის, ახალი მიგნებების
ძიების პროცესი, რომელიც მოიცავს დოკუმენტირების, გაფორმების, კვლევის ანალიზისა
და ანგარიშის გამოყენების ეტაპებს. კვლევის ორ სახეს განასხვავებენ: ფუნდანენტურ
და გამოყენებით კვლევებს. სწორედ გამოყენებითი კვლევების რიცხვს მიეკუთვნება
სკოლის საჭიროებების კვლევა. იგი გეხმარება პროფესიულ ზრდასა და პრობლემის
გადაჭრაში. კვლევა აძლევს შესაძლებლობას პედაგოგს წარმოაჩინოს ახალი იდეები,
განივითაროს სხვადასხვა უნარები. კვლევის მხოლოდ სახელმძღვანელოებით შეუძლებელია.
სკოლის საჭიროებების კვლევის პროცესში განვლილი გზა გვეხმარება და გვიჩვებებს
როგორ წარვმართოთ კვლევა. საამისოდ აუცილებელია ნაბიჯნაბიჯ გავიაროთ შემდეგი
ეტაპები:
ü საკვლევი თემის შერჩევა, მიზნისა და ამოცანების
ჩამოყალიბება;
ü კვლევის პროცესის დოკუმენტირება, კვლევის დღიურის
წარმოება;
ü სხვადასვა სამეცნიერო და მეთოდოლოგიური ლიტერატურის
მოძიება, შესწავლა, ანალიზი;
ü პრობლემის გადაჭრისათვის მეთოდებისა და
სტრატეგიების მოძიება;
ü მოძიებული მეთოდების მოსინჯვა მცირე ჯგუფებში;
ü მონაცემთა შეგროვება და ანალიზი;
ü აქტივობების, ინტერვენციების დაგეგმვა და
განხორციელება;
ü კვლევის ანგარიშის მომზადება და პრეზენტაცია.
ნაშრომის მომზადებისათვის
გავიარე ზემოთ ჩამოთვლილი კვლევის ეტაპები და კვლევის წარმოებისათვის შევარჩიე და გამოვიყენე
თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევის
მეთოდები:
თვისობრივი მეთოდის - ფოკუსჯგუფში დიკუსიის (ჯგუფური დისკუსიის)
მეშვეობით დავადგინე მოსწავლეთა
საჭიროებები; ეს მეთოდი ეფექტიანია იმ
თვალსაზრისით, რომ რესპონდენტები უკეთ ავლენენ პრობლემისადმი თავიანთ
დამოკიდებულებას - განწყობებსა და ემოციებს, უფრო თამამები და
თავდაჯერებულები არიან. მეთოდი საშუალებას
იძლევა სხვა თვალით დაინახოს მკვლევარმა ესა თუ ის საკითხი, აღმოაჩინოს ახალი თემები
და მიღებული ინფორმაციით გაამდიდროს რაოდენობრივი შედეგები; აღნიშნული მეთოდის
გამოყენების მიზანი იყო გამერკვია მოსწავლეთა მიერ ქცევის წესების დარღვევის
მიზეზები და მოტივაცია.
რაოდენობრივი მეთოდის - ანონიმური ანკეტირების შედეგად განვსაზღვრე
რამდენად ესაჭიროებათ მოსწავლეებს დახმარება და რა მიმართულებით; ანკეტირების
დროს ინტერვიუერს არ უწევს რესპოდენტთან უშუალო ურთიერთობა, მით უმეტეს როცა
შეიძლება, რომ ანკეტირება იყოს ანონიმური, რაც რესპოდენტის ღიაობას უწყობს
ხელს.
ზემოხსენებული
მეთოდებიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით დავგეგმე შესაბამისი
ინტერვენციები.
4.4 მონაცემთა ანალიზი
პირველადი შედეგების ანალიზი განვახორციელე დიაგრამების და ცხრილების
საშულებით, რამაც ნათლად დამანახა შედეგები და მომცა საშუალება კვლევის
მომდევნო ეტაპის განხორციელების. პირველადი კვლევის შედეგები განხილულია,
ინტერვენიების შედეგებთან, შედარებითი ანალიზის გამოყენებით გზით.
პირველადი
შედეგები:
ფოკუსჯგუფში დისკუსიის შედეგების
ანალიზისას გამოვლინდა, რომ:
1). გამოკითხულ მოსწავლეთაგან უმრავლესობა არ
იცნობდა ქცევის კოდექსს ან ბუნდოვანი წარმოდგენა ქონდა მის შესახებ, 21
მოსწავლიდან 13-მა მოსწავლემ
დააფიქსირა პასუხი „არა“, პროცენტული
მაჩვენებლით - 61 %;
2).უმრავლესობა არღვევს ქცევის წესებს
- 21 მოსწავლიდან 11, პროცენტული მაჩვენებლით
- 52 %; დანარჩენი იშვიათად ან
არასოდეს;
3). ასევე, გამოკითხულ
მოსწავლეთაგან უმრავლესობამ არ იცის ქცევის წესების დარღვევისათვის რა სახის
სახდელები არსებობს - 21-დან 12-მა, პროცენტული მაჩვენებლით - 57 %.
ანკეტირების სამივე საფეხურის
(დაწებითი, საბაზო, საშუალო) მოსწავლეებისათვის მონაცემები:
დაწყებითი საფეხურის (III-VI კლასის) ანკეტირების შედეგების ანალიზისას გამოვლინდა,
რომ:
I. დაწებითი საფეხურის გამოკითხულ მოსწავლეთაგან უმრავლესობას - 12-დან
7-ს არ აქვს კარგად გაცნობიერებული რა იგულისხმება ცუდ საქციელში,
პროცენტული მაჩვენებლით - 58 %; დანარჩენ 5-ს - ნაწილობრივ აქვს გააზრებული;
თანატოლების მიმართ ცუდი დამოკიდებულება უმრავლესობასთან არ დაფიქსირებულა;
სამაგიეროდ გამოიკვეთა უფროსკლასელი
მოსწავლეების მხრიდან ჩაგვრის მაჩვენებელი: 12 დან 7-მა მოსწავლემ აღნიშნა რომ მას ჩაგრავენ,
პროცენტული მაჩვენებლით - 58 %.
II. საბაზო საფეხურის (VII-IX კლასების) ანონიმური ანკეტირების შედეგების ანალიზისას გამოვლინდა,
რომ:
1). საბაზო
საფეხურის გამოკითხულ მოსწავლეთაგან უმრავლესობამ - 14-დან 8-მ არ
იცის რას ნიშნავს დისციპლინური გადაცდომა,
პროცენტული მაჩვენებლით -57 %; უმრავლესობამ - 14-დან 9-მ, პროცენტული
მაჩვენებლით -64 %, დააფიქსირა ბულინგის შემთხვევები; უმრავლესობამ -14-დან 8-მ აღნიშნა,
რომ ბულინგის მსხვერპლია, პროცენტული მაჩვენებლით -57 %; უმრავლესობამ -14-დან 9-მ აღნიშნა,
რომ შეხვედრია სხვადასხვა დარღვევებს, პროცენტული მაჩვენებლით -64 %.
III. საშუალო საფეხურის (IX-XII კლასების) ანონიმური ანკეტირების შედეგების ანალიზისას გამოვლინდა, რომ:
1). საშუალო საფეხურის
გამოკითხულ მოსწავლეთაგან უმრავლესობამ - 9-დან 5-მა, პროცენტული
მაჩვენებლით -56 %; არ
იცის რას ნიშნავს დისციპლინური გადაცდომა, უმრავლესობამ -9-დან 5-მა აღნიშნა,
რომ ბულინგის მსხვერპლია, პროცენტული მაჩვენებლით -56 %; უმრავლესობამ -9-დან 6-მა აღნიშნა, რომ ჩაუდენიათ ძალადობრივი ქმედებები, პროცენტული
მაჩვენებლით -67 %; უმრავლესობამ -9-დან 5-მა აღნიშნა, რომ აგრესიულია,
პროცენტული მაჩვენებლით -56 %.
IV. მასწავლებელთა ანონიმური
ანკეტირების შედეგების ანალიზისას გამოვლინდა:
პედაგოგოგთა უმრავლესობამ -
19-დან 11-მა აღნიშნა, რომ ძალზედ ხშირად აწყდება სასკოლო გარემოში მოსწავლეთა
მხრიდან სხვადასხვა სახის უხეშ დისციპლინურ გადაცდომებს, პროცენტული მაჩვენებლით - 58 %.
4.5 მონაცემთა ანალიზი:
სქემები - ცხრილები და დიაგრამები მონაცემთა ანალიზისათვის:
1. ფოკუსჯგუფში
დისკუსიის მონაცემები:
მოსწავლეთა რაოდენობა - 21
|
მოსწავლეთა მიერ დაფიქსირებული
პასუხები
|
||
პირველი კითხვა
პროცენტული
მაჩვენებელი
|
დიახ - 8
|
არა - 13
|
|
39 %
|
61 %
|
||
მეორე
კითხვა
პროცენტული
მაჩვენებელი
|
ხშირად - 11
|
იშვიათად - 6
|
არასოდეს - 4
|
52 %
|
29 %
|
19 %
|
|
მესამე
კითხვა
პროცენტული
მაჩვენებელი
|
დიახ - 9
|
არა - 12
|
|
43 %
|
57 %
|
2. დაწებითი
საფეხურის (III-VI კლასის) ანკეტირების შედეგები:
მოსწავლეთა რაოდენობა დაწებით საფეხურზე -12
|
მოსწავლეთა მიერ დაფიქსირებული
პასუხები
|
||
პირველი კითხვა
პროცენტული
მაჩვენებელი
|
ვერ აცნობიერებს - 7
|
ნაწილობრივ - 5
|
|
58 %
|
42 %
|
||
მეორე
კითხვა
პროცენტული
მაჩვენებელი
|
ხშირად - 3
|
იშვიათად - 5
|
არასოდეს - 4
|
25 %
|
42%
|
33 %
|
|
მესამე
კითხვა
პროცენტული
მაჩვენებელი
|
დიახ - 7
|
არა - 5
|
|
58%
|
42%
|
3. საბაზო საფეხურის ( VII-IX კლასების) ანკეტირების შედეგები:
მოსწავლეთა რაოდენობა საბაზო საფეხურზე -14
|
მოსწავლეთა მიერ დაფიქსირებული
პასუხები
|
||
პირველი კითხვა
პროცენტული
მაჩვენებელი
|
არ იცის - 8
|
ნაწილობრივ იცის - 6
|
|
57 %
|
43 %
|
||
მეორე
კითხვა
პროცენტული
მაჩვენებელი
|
ხშირად - 9
|
იშვიათად - 3
|
არასოდეს - 2
|
64 %
|
21 %
|
15 %
|
|
მესამე
კითხვა
პროცენტული
მაჩვენებელი
|
დიახ - 8
|
არა - 6
|
|
57 %
|
43 %
|
||
მეოთხე
შეკითხვა
პროცენტული
მაჩვენებელი
|
სხვადასხვა სახის - 9
|
არცერთნაირი - 5
|
|
64 %
|
36 %
|
4. საშუალო საფეხურის (IX-XII კლასების) ანკეტირების შედეგები:
მოსწავლეთა რაოდენობა საშუალო საფეხურზე - 9
|
მოსწავლეთა მიერ დაფიქსირებული
პასუხები
|
||
პირველი კითხვა
პროცენტული
მაჩვენებელი
|
არ იცის - 5
|
ნაწილობრივ იცის - 4
|
|
56 %
|
44 %
|
||
მეორე
კითხვა
პროცენტული
მაჩვენებელი
|
დიახ - 5
|
არა - 4
|
|
56 %
|
44 %
|
||
მესამე
კითხვა
პროცენტული
მაჩვენებელი
|
დიახ - 6
|
არა - 3
|
|
67 %
|
33 %
|
||
მეოთხე
შეკითხვა
პროცენტული
მაჩვენებელი
|
დიახ -5
|
არა - 2
|
ხანდახან - 2
|
56 %
|
44 %
|
5.
მასწავლებელთა
ანონიმური ანკეტირების შედეგები:
პედაგოგთა რაოდენობა -19
|
მასწავლებელთა მიერ
დაფიქსირებული პასუხები
|
პირველი კითხვა
პროცენტული მაჩვენებელი
|
11
|
58 %
|
დიაგრამით გამოსახული:
4.6 კვლევის ვადები:
აქტივობა
|
11.
2018
|
12.
2018
|
01.
2019
|
02.
2019
|
03.
2019
|
04.
2019
|
05.
2019
|
06.
2019
|
საკვლევი პრობლემის შერჩევა
|
X
|
|
|
|
|
|
|
|
კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
|
X
|
|
|
|
|
|
|
|
|
X
|
|
|
|
|
|
|
|
კვლევის მეთოდების შერჩევა
|
|
|
X
|
|
|
|
|
|
კითხვარის შერჩევა, დამუშავება
|
|
|
X
|
|
|
|
|
|
ფოკუსჯგუფში დისკუსია
(თვისობრივი მეთოდი)
|
|
|
|
X
|
|
|
|
|
მოსწავლეთა ანკეტირება (რაოდენობრივი მეთოდი)
|
|
|
|
X
|
|
|
|
|
მასწავლებელთა ანკეტირება (რაოდენობრივი მეთოდი)
|
|
|
|
X
|
|
|
|
|
მონაცემთა დამუშავება (შეგროვება, ანალიზი)
|
|
|
|
|
X
|
|
|
|
|
|
|
|
X
|
|
|
|
|
ინტერვენციების განხორციელება
|
|
|
|
|
X
|
X
|
X
|
|
ინტერვენციების შემდეგ ჯგუფური დისკუსია მოსწავლეთათვის
(თვისობრივი მეთოდი)
|
|
|
|
|
|
|
X
|
|
ინტერვენციების შემდეგ მოსწავლეთა ანკეტირება
(რაოდენობრივი მეთოდი)
|
|
|
|
|
|
|
|
X
|
ინტერვენციების შემდეგ მასწავლებელთა
ანკეტირება (რაოდენობრივი მეთოდი)
|
|
|
|
|
|
|
|
X
|
ინტერვენციების შედეგების ანალიზი
|
|
|
|
|
|
|
|
X
|
შედეგების გაცნობა კოლეგებისათვის, პრეზენტაცია
|
|
|
|
|
|
|
|
X
|
თავი V ინტერვენციები
განხორციელებული კვლევის მეთოდების შედეგების
ანალიზის საფუძველზე დაყრდნობით დავგეგმე შესაბამისი
ინტერვენციები. მიღებული მონაცემებიდან გამომდინარე შევიმუშავე ოთხი
სხვადასხვა სახის ინტერვენცია, რომელთა განხორციელება, ჩემი აზრით, დადებით
შედეგებს გამოიღებს და ცვლილებას შეიტანს გამოვლენილ პრობლემატიკაში;
5.1 ინტერვენციების
დაგეგმვა-განხორციელება;
პირველადი შედეგების ანალიზის
საფუძველზე შევიმუშავე შემდეგი ინტერვენციები:
ინტერვენცია I – მოსწავლეთა ცნობადობის ამაღლება
მოსწავლეთა ქცევის კოდექსისა და სკოლის შინაგანაწესის მიმართ;
პირველ რიგში, მიზნად დავისახე მოსწავლეთა გათვითცნობიერება
დისციპლინურ საკითხებში; ამ მიზნით,
დისციპლინური კომიტეტის წარმომადგენელთან ერთად ეტაპობრივად ვაცნობდი მათ
მოსწავლეთა ქცევის ნორმებს, ვუნმარტავდი ამა თუ იმ დარღვევისათვის დაწესებულ
სახდელებს;
ინტერვენცია II- ანტიძალადობრივი პროპაგანდის მიზნით ფილმების
ჩვენება ბულინგზე;
მოვიძიე ბულინგის თემატიკაზე სხვადასხვა ასაკისათვის შესაფერისი
ფილმები და გავმართე კვირეული, ფილმების ჩვენების შემდეგ მოსწავლეებს ვუსმევდი
შეკითხვებს და ვმართავდი მინი-დისკუსიას, მოსწავლეები მსჯელობდნენ და
შესაბამისი დასკვნები გამოჰქონდათ.
ინტერვენცია
III - ემპათიისა და ჰუმანური დამოკიდებულების
ჩამოყალიბება - საქველმოქმედო
ღონისძიების („ერთად ვაკეთოთ
სიკეთე“) მოწყობა;
მოსწავლეთა შორის ურთიერთპატივისცემის, სიყვარულის, თანაგრძნობის
გაღვივების მიზნით დავგეგმე საქველმოქმედო ღონისძიება სახელწოდებით „ერთად
ვაკეთოთ სიკეთე“, რომელშიც ვცადე ჩამერთო მეტ ნაკლებად ყველა ასაკის მოსწავლე
მთელი სკოლის მასშტაბით; ღონისძიებისათვის მზადება ერთი თვე გრძელდებოდა, ამ ხნის
განმავლობაში მოსწავლეებში შეინიშნებოდა ენთუზიაზმი, მოტივირებულობა,
პასუხისმგებლობა, მათ თვითონ გადაინაწილეს ფუნქციები, შეიმუშავეს მოსაწვევების
ტექსტი და დაპატიჟეს მშობლები, მეგობრები, ახლობლები. ღონისძიებიდან შემოსული
თანხა სსსმ საჭიროების მოსწავლეს მოხმარდა.
ინტერვენცია
IV – მოსწავლეთა ფსიქო-ემოციურ
მდგომარეობასა და განწყობაზე ზრუნვა.
რადგანაც მოსწავლეებს ხშირ შემთხვევაში
აღენიშნებათ ფსიქოლოგიური პრობლემები და სკოლის ბაზას არ გააჩნია სპეციალისტები,
გადავწყვიტე მომეწვია ჩვენივე საზოგადოებრივი თემის წარმომადგენლები - უბნის
მედ. პერსონალი. ისინი ბავშვებს ესაუბრნენ ზოგიერთ ფსიქოემოციურ საკითხებზე,
რამაც მოსწავლეებში დიდი ინტერესი აღძრა; რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ კუთხით
მუშაობის საჭიროებას. სამომავლოდ კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება ამ პრობლემაზე
ყურადღების მიქცევა და შესაბამისი სამსახურის სპეციალისტებთან კონტაქტი.
5.2 ინტერვენციების შეფასების მეთოდები:
1. ინტერვენციების შემდეგ შეფასებისათვის კვლევის სამიზნე ჯგუფთან - მოსწავლეებთან
და პედაგოგებთან, მოვახდინე თვისობრივი და
რაოდენობრივი მეთოდების გამოყენება;
2. ინტერვენციების შემდეგ მასწავლებელთა და მოსწავლეთა ანკეტირება რაოდენობრივი
მეთოდის გზით და დისკუსია ფოკუს-ჯგუფში მოსწავლეებთან თვისობრივი მეთოდით;
3. ინტერვენციების შედეგების ანალიზი
ინტერვენციების შემდეგ შედეგების კვლევა მოხდა
იგივე კითხვარების გამოყენებით, რათა შესაძლებელი ყოფილიყო შედეგების შედარება
ინტერვენციებამადე და მის შემდეგ. ერთი და იგივე კითხვარების გამოყენების შემდეგ
შესაძლებელი გახდა შედარებითი ანალიზის გაკეთება და დაკვირვება, თუ რამდენად
ეფექტური აღმოჩნდა ინტერვენციები შედეგების გასაუმჯობესებლად.
თავი VI კვლევის შედეგების ანალიზი
6.1 პირველადი მონაცემებისა და ინტერვენციების შედეგები;
ინტერვენციების
მიმდინარეობისა და დასრულების შემდეგ გამოიკვეთა შემდეგი შედეგები:
ფოკუსჯგუფისა
და ანკეტირების შედეგების ანალიზისას
გამოვლინდა, რომ:
1). გამოკითხულ
მოსწავლეთაგან უმრავლესობა იცნობს მოსწავლის ქცევის კოდექსს და შინაგანაწესს,
პროცენტული მაჩვენებლი - 70 %;
2).
უმრავლესობა იშვიათად არღვევს ქცევის წესებს და იცის ქცევის წესების დარღვევისათვის
რა სახის სახდელები არსებობს - პროცენტული მაჩვენებლი - 69 %;
3). მასწავლებელთა 67 %-მა აღნიშნა, რომ ადგილი არ აქვს უხეშ დისციპლინურ გადაცდომებს.
ინტერვენციების მიმდინარეობისა და
დასრულების შემდეგ მივიღეთ დადებითი შედეგები:
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ამაღლდა მოსწავლეებში ქცევის კოდექსისა და სკოლის
შინაგანაწესის მიმართ ცნობადობა;
შედარებით ნაკლებად აღინიშნება ქცევის წესების დარღვევის შემთხვევები და უხეში
დისციპლინური გადაცდომები; ინტერვენციამდე და ინტერვენციის შემდეგ მიღებული მონაცემები
შემდეგნაირად გამოიყურება:
ინტერვენციამდე: ინტერვენციის
შემდეგ:
1). ქცევის წესების მიმართ ცნობადობა - 61% გაუმჯობესდა - 70 %
2). ქცევის წესების დარღვევა - 52 %
იცავს - 69 %
3). პედაგოგთა მონაცემით დარღვევა - 58 % იცავს - 67 %
6.2 კვლევის შედეგების ანალიზი
მონაცემთა ანალიზი ინტერვენციების შემდეგ:
გრაფიკული სქემები:
თავი VII მიგნებები, რეკომენდაციები, ნაკლოვანებები
მიგნებები:
გამოყენებულმა
ინტერვენციებმა ხელი შეუწყო:
ü შინაგანაწესისა
და ქცევის კოდექსისა მიმართ მოსწავლეთა ცნობადობის ამაღლებას;
ü ბულინგის, როგორც ადამიანის უფლებათა დამრღვევი
ქმედების, ანტიპროპაგანდას;
ü მოსწავლეებში ემპათიის, თანადგომის, ჰუმანური
დამოკიდებულების გაღვივებას;
ü ურთიერთთანამშრომლობას მოსწავლე-მასწავლებელს,
მოსწავლეებს, პედაგოგებს, სკოლასა და თემს შორის;
ü სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე სკოლის
შინაგანაწესისათვის დამატებითი პუნქტების ჩამოყალიბებას.
რეკომენდაციები:
ჩატარებული კვლევითი სამუშაოების საფუძველზე კოლეგებს
შემიძლია მივცე რეკომენდაცია, რომ:
1). საჭიროა
თანამშრომლობის გაღრმავება მოსწავლე-მასწავლებელს, პედაგოგებს, მოსწავლეებს
შორის:
ა). მოსწავლეების
ინტენსიური ინფორმირებულობა ქცევის წესებისა და მოსწავლის კო- დექსის შესახებ;
ბ).
მოსწავლეთა თვითმმართველობის ჩართვა თვითდისციპლინის ჩამოყალიბებისა და
მოწესრიგებული სასკოლო გარემოს შექმნის პროცესში (მიიღონ უშუალოდ მონაწილეობა მოსწავლეთა
ქცევის წესების პუნქტების შემუშავებაში);
გ). დისციპლინური
გადაცდომების სისტემატური კონტროლი სკოლის შესაბამისი მმართველ
ორგანოთა - სამეურვეო საბჭოს,
დისციპლინური კომიტეტის, მოსწავლეთა თვითმმართველობის მხრიდან;
2). სხვადასხვა ღონისძიებების გატარება დარღვევათა პრევენციისათვის:
ა). ჩავაბათ მოსწავლე სხვადასხვა სახის აქტივობებში - საზოგადოებისათვის სასარგებლო
საქმიანობაში, შემეცნებით ღონისძიებებში, საკლუბო/საწრეო მუშაობაში;
ბ). მორალურ-ეთიკურ ფასეულობებზე საუბარი: მოდელის
- ცნობადი სახის მოწვევა და დიალოგი მოსწავლეებთან;
გ). საზოგადოებრივი თემისა და ფსიქოლოგიური სამსახურის
წარმომადგენლებთან კონტაქტი;
3).
სკოლის სპეციფიკიდან, კონკრეტული პრობლემატიკიდან გამომდინარე, ჩვენს მი- ერ გამოკვეთილი საჭიროებები დაფიქსირდეს შინაგანაწესში
შემდეგი პუნქტების სახით:
მოსწავლეთა
ქცევის კოდექსი:
ა). პატივს
ვცემთ და ვიცავთ ერთმანეთის უფლებებს;
ბ). თითოეული
მოსწავლე ზრუნავს სხვა მოსწავლის მორალური ღირებულებების დასაცავად და მოქმედებს პრინციპით: მოვექცეთ
ისე სხვებს, როგორც ჩვენ გვინდა რომ მოგვექცნენ;
გ). თითოეული
მოსწავლე ინდივიდია და უნიკალური პერსონა, ამიტომ პატივს ვცემთ სხვების
იდივიდუალიზმს,
დ). ძალადობის (ბულინგის) ნებისმიერი გამოვლინება ადამიანის
უფლებების დარღვე- ვად ითვლება და სასტიკად
იკრძალება.
ე). მოსწავლეთა ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესების
მიზნით სკოლის სა- ზოგადოება იკონტაქტებს ფსიქოლოგიური სამსახურის მუშაკებთან და გაითვალისწინებს
მათ რეკომენდაციებს.
ვ). სკოლის საზოგადოება მორალურ/ეთიკური ღირებულებების
პროპაგანდა-პოპულა რიზაციის მიზნით მიმართავს სხვადასხვა ღონისძიებებს
(მხატვრულ-შემეცნებითი, მოდელის მოწვევა, დისკუსია-დისპუტები).
ეთიკურ-მორალური
პრინციპებისა და ადამიანი უფლებების ფუნდამენტური უფლებების დაცვა საწინდარია ღირსეული
პიროვნების აღსაზრდელად, რაშიც სკოლას უდიდესი წვლილი მიუძღვის, ამიტომ საჭიროა ჯეროვანი
და სათანადო ყურადღება მიექცეს ზემოთ ხსენებულ ღირებულებებს და დანაშაულის პრევენციის
მიზნით სკოლის შინაგანაწესში შევიდეს ცვლილებები, რომელიც თავიდან აგვარიდებს დისციპლინურ გადაცდომებს და ხელს შეუწყობს მოსწავლის ქცევის
კორექციას და სკოლაში დისციპლინის ხარისხის
გაუმჯობესებას (სასკოლო ორგანოთა ურთიერთანხმობით, სასურველია, კიდევ უფრო დაიხვეწოს
შემუშავებული პუნქტები და ახალი სასწვლო წლიდან
შევიდეს რეალიზაციაში).
ნაკლოვანებები:
კვლევის ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს,
ის რომ კვლევის პროცესში არ ჩავრთე მშობლები, რადგან ვფიქრობდი მათი შვილების
ნეგატიურ ქმედებებზე საუბარი მათში უკმაყოფილებას გამოიწვევდა და არ იქნებოდნენ
გულწრფელი რესპოდენტები; ამას გარდა, უნდა აღინიშნოს, რომ უმჯობესი იქნებოდა
სკოლის საჭიროებებზე სხვადასხვა მიმართულებით დაკვირვება და ხანგრძლივი კვლევა,
რომ უფრო ეფექტურად მომხდარიყო მასში საზოგადოებრივი თემის წარმომადგენლების ჩართვა,
ბიბლიოგრაფია:
1.
თ. ზურაბიშვილი „თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში“ სოციალურ მეცნიერებათა
ცენტრი, 2006
2.
მარინე ჯაფარიძე, მაია ფირჩხაძე, მანანა ბოჭორიშვილი, მასწავლებლის
წიგნი, „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი“, 2013
3.
რუდოლფ დრეიკუსი, წყარო - WWW. mastavlebeli.ge
4.
მარზანო რობერტ ჯ. კლასის მართვა, კვლევებზე დარდნობით შემუშავებული
მეთოდები მასწავლებლებისათვის, პირველი ქართული გამოცემა, „მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ცენტრი“, 2009
5.
ნათია ჯანაშია, ნათელა იმედაძე, სოფიო გორგოძე, განვითარებისა და
სწავლის თეორიები, პირველი ნაწილი, „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი“,
2011
6.
ნ. ნიჟარაძე, ქესი მაკლეინი, ტერეზა ბოლი, ნინო გოგიჩაძე, თეონა
ლოდია, სასწავლო და პროფესიული გარემო, მესამე ნაწილი, „მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ცენტრი“, 2011
7.
მ. ინასარიძე, მ. ლობჟანიძე ს, რატიანი მ, სამსონია ი. „მასწავლებლის
საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის
გზამკვლევი“, ნაწილი II, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი,
2016
8.
მ. მელიქიშვილი, დიმიტრი უზნაძის პედაგოგიკური კონცეფცია, მასწავლებლის
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2013
9. თამარ
მოსიაშვილი, საჯარო სკოლაში შიდა კონტროლის მექანიზმები და მართვის სტილი საქართველოში,
განათლებისა და განვითარების პროგრამა (www.css.ge), 2012
11.
მოსწავლის ქცევის კოდექსი, 2010
13.
მიხ. გიორგაძე „როგორ ვიმუშაოთ პრაქტიკის კვლევაზე“ ციფრული რესურსიhttp://www.slideshare.net/mylenss/ss-15892201
14.
ს. ლობჯანიძე „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“
ინტერნეტჟურნალი „მასწავლებელი“ 2012 წლის 3 მაისი. http://mastsavlebeli.ge/?p=281
15. წულაძე ლ. „რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში“ თბ. 2008
16.
კვლევის ეთიკა. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=12188
17. ფოკუს-ჯგუფები-http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--10-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-00&cl=CL2.10&d=HASH0129b5727ecf269b3f2c1338.4&x=1
18. დაკვირვება-http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off- 0civil2--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--10-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-00&cl=CL2.10&d=HASH0129b5727ecf269b3f2c1338.5&x=1
კვლევის რეფლექსია
სსიპ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილის საჯარო სკოლაში ჩავატარე ზოგადსაგანმანათლებო
საჭიროების კვლევა თემაზე „როგორ ვაქციოთ შინაგანაწესი და ქცევის კოდექსი პრევენციად“.
კვლევის
დაწყებამდე საუბარი მქონდა სკოლის ადმინისტრაციასთან, დისციპლინურ კომიტეტთან,
სამეურვეო საბჭოსთან, ასევე პედაგოგებთან.
კვლევაზე მუშაობის დროს გავეცანი
ლიტერატურას და ვთანამშრომლობდი კოლეგებთან, რომელთაც უკვე ჰქონდა კვლევის ჩატარების
გამოცდილება. კვლევის პროცესში და დასრულების შემდეგ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი
იყო კოლეგების შეხედულებები და პროფესიული რეკომენდაციები.
კვლევის მიზანი იყო მოსწავლეთა დისციპლინის ხარისხის
გაუმჯობესება, პრევენციული ღონისძიებების გათვალისწინება და ჩართვა სკოლის შინაგანაწესში;
კვლევა განხორციელდა 2018-2019 სასწავლო
წელს, გრძელდებოდა რვა თვე. შედგენილი კითხვარით, რომელიც ანონიმური იყო გამოიკითხა
სკოლის 35 მოსწავლე და 19 მასწავლებელი. გამოკითხვა ვაწარმოვე წერილობითი ფორმით.
პრეზენტაციის დროს მსმენელს გავაცანი კვლევის ეტაპები, მეთოდები, ინტერვენციები,
კვლევის მიგნებები, რეკომენდაციები, დასკვნები. შედეგები წარმოვადგინე ცხრილებისა
და დიაგრამების სახით, გავაცანი ღია კითხვებზე მიღებული პასუხები.
საინტერესო
იყო რომ კველევის პროცესში გაუმჯობესდა მოსწავლეთა დისციპლინის დონე, ქცევის ხარისხი
და გარკვეულწილად მოახდინეს ქცევის კორექცია. მიიღეს მეტი ინფორმაცია მოწესრიგებული
სასკოლო გარემოს შესახებ, გაეზარდათ მოტივაცია, რაც მომავალში ქმნის იმის პირობას,
რომ მოახდენენ თვითდისციპლინის განმტკიცებას.
მასწავლებლებისგან
მიღებული უკუკავშირის შედეგად მივიღე ბევრი საინტერესო და გასათვალისწინებელი იდეა,
ვფიქრობ მათი სასწავლო პროცესში ახალი პუნქტების
დანერგვით მომავალი წლიდან უფრო გაიზრდება დისციპლინის ხარისხი სკოლაში, რაც ჩვენი
კვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა.
კვლევის
ჩატარების დროს მიღებული გამოცდილება და მომავალში მისი პრაქტიკაში განხორციელება,
ის მიგნებები და რეკომენდაციები, რომლებიც გამოიკვეთა, ხელს შეუწყობს მოსწავლეებში
ქცევის კორექციის და, შესაბამისად, სასწავლო გარემოს მოწესრიგებას, შინაგანწესში
სკოლის საჭიროებების დაფიქსირებას და პრევენციული ღონისძიებების დანერგვას. მოტივაციის
ამაღლებას და სწავლის პროცესის მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდას. ცოდნა, რომელიც
კვლევის პროცესში დამიგროვდა, საშუალებას მომცემს კოლეგებთან ერთად დავგეგმო და განვახორციელო
სხვადასხვა სჭიროებებზე მორგებული კვლევა.
კველევის
პროცესში გამოიკვეთა რიგი ნაკლოვანებები, უმჯობესი იქნებოდა სკოლის საჭიროებებზე
სხვადასხვა მიმართულებით დაკვირვება და ხანგრძლივი კვლევა, რომ უფრო ეფექტურად მომხდარიყო მასში საზოგადოებრივი თემის წარმომადგენლების
ჩართვა, რაც ჩვენი მხრიდან კვლევის განხორციელებისთვის საჭირო გამოცდილების ნაკლებობამ
განაპირობა.
კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია, მისი
მნიშვნელობიდან გამომდინარე გავუზიარე კოლეგებს, მოსწავლეებს შეხვედრაზე, რომელიც
შედგა 19 ივნისს.
მოვახდინე კვლევის პრეზენტაცია და მისი
დასრულების შემდეგ ვუპასუხე კოლეგების მიერ დასმულ კითხვებს. კითხვები შეეხებოდა
ძირითადად შინაგანაწესში გასათვალიწინებელ პრიორიტეტებს. აღნიშნეს, რომ კვლევა პრაქტიკულად
ღირებულებულია მოსწავლის ქცევის კორექციისა და დისციპლინის ზრდის თვალსაზრისით.
კოლეგებმა კვლევის ზოგიერთ კომპონენტს მისცეს მაღალი შეფასება. მაგალითად, მათთვის
საინტერესო აღმოჩნდა ინტერვენციები და კვლევის მეთოდოლოგია. მე შევეცადე, რომ
ყველა დაინტერესებული პირი სრულად ინფორმირებული ყოფილიყო კვლევის განხილვის
შეახებ. ინფორმაცია ერთი კვირის მანძილზე გამოკრული იყო სამასწავლებლოში. ჩემთვის
ძალიან ღირებული იყო მათი შეფასება და რეკომენდაციები.
კვლევის
ავტორი: სსიპ. სოფელ საღანძილის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი: ირმა ყრუაშვილი.
Subscribe to:
Posts (Atom)