Wednesday, September 2, 2015

                                                        მეცხრე  დღის რეფლექსია


          გავიმეორეთ დრაივში კითხვარისა და ანკეტის შექმნის და გამოყენების პროცესი.
რუბრიკებში ჩასწორებები მოვახდინეთ, საგნის მიხედვით მივანიჭეთ წონა თითოეულ კომპონენტს და გავიხსენეთ საშუალო არითმეტიკულის გამოთვლის წესი. გავასრულყოფილეთ სასწავლო პროექტის შვიდივე საქაღალდე.
ტრენინგის დასასრულს მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტების პრეზენტაციები. განსაკუთრებით საინტერესო იყო ნ. გურგენიძის თემა ოქროს კვეთის წესზე. ასევე მ. მესხიშვილის პროექტი: ბუნება და ადამიან, დ. გაბუნიას - ეზოს კეთილმოწყობა, ნ. ბლუაშვილის - ძველი მსოფლიოს მითები და ლეგენდები.    
  ტრენინგი ნამდვილად საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა. პროექტის შექმნის შესახებ
ნათელი და დეტალური წარმოდგენა ჩამოგვიყალიბდა. მადლობა ქ-ნ მანანას.

Tuesday, September 1, 2015

                                                       
                                                 მერვე  დღის  რეფლექსია


         ბლოგზე მასალების გადატანა/ატვირთვა გავიმეოროთ დეტალურად. შემდეგ დრაივში მოვაწესრიგეთ ჩვენი პროექტის გეგმა. გავასრულყოფილეთ შვიდივე საქა- ღალდე და ავტვირთეთ ბლოგზე.
        ფასილიტაციისათვის შევქმენით ონლაინ კითხვარი გუგლ ფორმების გამოყენებით. მივიღეთ დავალება: დავამატოთ კითხვები კითხვარში.